იგუაინი:"არსად წასვლას არ ვაპირებ"

მადრიდის "რეალის" წამყვანი ფორვარდი გონსალო იგუაინი As-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა. მიმდინარე ინტერვიუში ერთი ძალიან საინტერესო და საგულისხმო ფაქტი დაფიქსირდა, არგენტინელმა განაცხადა, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს – პიპიტა მადრიდში რჩება!


კიდევ ერთი ლამაზი გამარჯვება...

– გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა, მაგრამ საწადელის მიღწევა მაინც მოვახერხეთ. "ხიხონელებმა" პირველივე ტაიმში შექმნეს ჩვენს კართან სახიფათო მომენტები, მაგრამ მათი რეალიზება მხოლოდ მეორე ნახევარში მოახერხეს. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენ გონზე მოვეგეთ, სტუმართა კარს გაორმაგებული ძალისხმევით შევუტიეთ და მართლაც ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანი "ხეტაფეს" დამარცხებაა, "სპორტინგი" წარსულში დარჩა, ახლა მხოლოდ მომავალი ტურის მატჩზე ვფიქრობთ.

კატალონიელების ზეწოლას კიდევ გრძნობთ?

– ლა ლიგის დასრულებამდე კიდევ თერთმეტი თამაშია დარჩენილი, ვფიქრობ ჩვენს შორის როგორი დიდი სხვაობაც არ უნდა იყოს, ორივე გუნდი ყველანაირ შემთხვევაში ერთმანეთისგან სერიოზულ ზეწოლას იგრძნობს. "ბარსელონა" ძალიან ძლიერი კლუბია, გუარდიოლას შეგირდებთან შერკინება ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება, მაგრამ წარმატების იმედს არასდროს დავკარგავთ.

გუნდი პირველ ტაიმში ჩავარდა, რა მოხდა?

– სიმართლე გითხრათ ეს ფეხბურთელებმაც ვერ გავიგეთ. რატომღაც პირველ ნახევარში მოედანზე გათიშულები გავედით, მიუხედავად ამისა მეტოქის კართან უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ღირსეულად ვერ დავასრულეთ. აი შესვენებაზე გასულ ფეხბურთელებს კი პელეგრინიმ სერიოზული რჩევა–დარიგებები მოგვცა და შესაბამისად მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა მადრიდის "რეალი" გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბუთი ჩვენს კარის ბადეში გაეხვა, ეს არაფერს წყვეტდა, ყველა ჩვენგანი დარწუმებული იყო, რომ ეს მატჩი სამეფო კლუბს უნდა მოეგო.

"ლიონთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რონალდოს ბოდიში მოუხადეთ?

– დიახ, რა თქმა უნდა. ჩემთვის ყველაზე მთავარი თანაგუნდელებთან ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ყველა დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანია. ფრანგებთან ჩატარებული მატჩი ჩემს კარიერაში ერთ–ერთი ყველაზე ცუდი გამოდგა, მე ხომ ცარიელ კარში ვერ მოვახერხე გოლის გატანა. ვფიქრობ, ჩემდამი ავადგანწყობილ ადამიანებს ეს ძალიან გაუხარდათ, იფიქრეს პიპიტა ფსიქოლოგიურად გატყდაო, მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა, მე სწორედ თანაგუნდელებმა დამამშვიდეს და ტკივილის გადატანაში დამეხმარნენ.

ალბათ თქვენზე აგორებული ჭორები ძალიან გაღიზიანებთ. ესპანური ყვითელი პრესა წერს, რომ თქვენ გუნდიდან წასვლას აპირებთ...

– მე პირადად ამ საკითხზე არავისთან არ მისაუბრია, არც პრეზიდენტს გამოუთქვამს ჩემს მიმართ საყვედურები და არც პელეგრინისგან მსმენია რაიმე... გარწმუნებთ, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა, ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი – პიპიტა მადრიდში რჩება! მე ამ ქალაქში, ამ კლუბში, ამ სტადიონზე ძალიან ბედნიერი ვარ, ასე რომ ჭორები იმის შესახებ, რომ მე გუნდიდან მივდივარ, უბრალოდ აფსურდია.


ინფრომაციის წყარო: As.com

ავტორი
: Kevlisha dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)