ბოლო მატჩებში „რეალმა“ „ლივერპულს“ დამაჯერებლად სძლია
„ლივერპულისა“ და მადრიდის „რეალის“ ისტორიული დაპირისპირებები გულშემატკივრებს ძალიან კარგად ახსოვთ...
ინგლისურ-ესპანური შეხვედრები ყოველთვის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ახლა მადრიდისტებს ნამდვილად აქვთ ოპტიმიზმის საფუძველი, ვინაიდან ბოლო ორ შეხვედრაში „ბლანკოსმა“ დომინანტის სტატუსი მოირგო.
ბოლო ორ მატჩში მადრიდულმა გუნდმა ბერნაბეუზეც იმარჯვანა 1-0 და „ენფილდზეც“ 0-3.
ამ შეხვედრებამდე „ლივერპული“ და „რეალი“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 2008/09 წლების სეზონის 1/8 ფინალში შეხვდნენ, სადაც მერსისაიდულმა კლუბმა ბერნაბეუზე 0-1 იმარჯვა, ხოლო საშინაო არენაზე 4-0 და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გააღწია.
ასევე ყველას კარგად ახსოვს 1981 წლის ფინალი, სადაც „რეალმა“ წააგო, ახლა კი რევანშის დროა.
მადრიდისტებს იმედი აქვთ, რომ ახლანდელი შემადგენლობით მერსისაიდელთა დამარცხებას შეძლებენ, ვინაიდან სწორედ ამ შემადგენლობით რამდენიმე წლის წინ „წითლები“ უშანსოდ დატოვეს.
APorLa 13!
- 20 მაი 2018
- 2261
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.