„რეალმა“ ლა ლიგა მე-3 ადგილზე, 76 ქულით დაასრულა
მაშ ასე. ლა ლიგა დასრულებულია. მადრიდის „რეალი“ აწ უკვე დასრულებული სეზონით ნამდვილად ვერ იამაყებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზინედინ ზიდანმა მიმდინარე სეზონში არაერთ ახალგაზრდას მისცა ასპარეზზე გასვლის საშუალება...
გუნდმა ტურნირი 76 ქულით დაასრულა. ზიზუს შეგირდებმა 38 მატჩიდან 22 მოიგეს, 10 ფრედ დაასრულეს, ხოლო 6 წააგეს.
„რეალის“ ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები 94-ჯერ დაამწუხრეს, ხოლო საკუთარ კარში გოლი 44-ჯერ მიიღეს.
„მერენგების“ მხრიდან საუკეთესო ბომბარდირი რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდუა, რომელმაც სეზონში 26 გოლს მოუყარა თავი.
- 20 მაი 2018
- 1324
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.