ფეხბურთელთა კომენტარები

ვან დერ ვაარტი, ალონსო და იგუაინი, ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებმაც გუშინდელ შეხვედრაში "მადრიდის რეალს" მორიგი სამი ქულა და ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოუტანეს ამ სეზონში.


ვან დერ ვაარტი

"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მორიგი მნშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე. "სპორტინგმა" გახსნა ანგარიში ამ შეხვედრაში. ამის შემდეგ ჩვენ უფრო კარგი და სწრაფი ფებხურთის თამაში დავიწყეთ. ბურთს უფრო კარგად ვაკონტროლებდით. ამან კი თავისი სედეგები გამოიღო და სამი გოლის გატანაც მოვახერხეთ. "

"ჩვენ თამაში მეორ ენახევარში მოვიგეთ. პირველი ნახევარი ჩვენთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. "სპორტინგი" მართლაც რომ კარგად თამაშობდა. ვიცით, რომ გულშემატკივრები პირველ 45 წუთში უკეთეს თამაშს ელოდნენ ჩვენგან და ჩვენ ძალიან დამწუხრებულნი ვართ, რომ მათი იმედები ვერ გავამართლეთ, მაგრამ ამავდროულად ძალიან გვახარებს ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაში მეორე ნახევარში. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან თავს კლუბისთვის საჭირო ფეხბურთელად ვთვლი".

ხაბი ალონსო

"პირველი ტაიმი ძალიან მოსაწყენი გამოვიდა. ისინი პოზიციურად ძალიან კარგად თამაშობდნენ და ჩვენ ძალიან გვიჭირდა მათი დაცვის ხაზის გარღვევა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და რამდნეიმე წუთის ინტერვალში გავიტანეთ მნიშვნელოვანი გოლები, რამაც გამარჯვებამდე მიგვიყვანა. მე გავიტანე, იმიტომ რომ სწორ პოზიციაზე ვიდექი.ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა."

გონსალო იგუაინი


"მე ძალიან ბედნიერი ვარ. მსურს , რომ ამ სეზონში პიჩიჩის ტიტული მოვიგო. რაც უფრო მეტ გოლს გავიტან, მით უფრო დავეხმარები კლუბს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მოგებათა სერია. ჩვენ წინ კიდევ თერთმეტი თამაში დაგვრჩა და ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ აღებული სტარტისა და ფორმის შესანარჩუნებლად."

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ისეთ კლუბებს, როგორიც "სპორტინგია" ქონდეთ ჩვენთვის ქულის ართმევის საშუალება. საბედნიეროდ შევძელით სიტუაციის გამოსწორება. მე "მადრიდის რეალში" ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და მინდა , რომ აქ დავრჩე."

"მომდევნო კვირა ძალიან მძიმე იქნება, ვინაიდან ორი დერბის თამაში მოგვიწევს, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშ მართლაც, რომ თავლშისაცემი იქნება. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს "ხეტაფე", რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა დღეს და ამიერიდან კონცენტრირება "ხეტაფეზე" უნდა მოვახდინოთ."


წყარო: Realmadrid.com





dle 10.1

  • shvela
  • 21 მარტი 2010
  • 1682
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)