"პრიმერა"–ყველაზე არათანაბარი ლიგაა ევროპაში

სტატისტიკა არ იტყუება.ფაქტია რომ ლა–ლიგა ყველაზე არაკონკურენტიანი ლიგაა ევროპაში.მადრიდის რეალს და ბარსელონას არ ყავს სათანადო მეტოქეები.ზემოთ სურათზეც ჩანს რომ მე–2 და მე–3 ადგილს შორის გიგანტური 18–ქულიანი სხვაობაა.ასეთი სხვაობა არცერთ სხვა ძლიერ ჩემპიონატში არ არის.


მხოლოდ 2–ევროპულ ჩემპიონატებში ტიტულისთვის მხოლოდ 2 გუნდი იბრძვის.ეს არის ლა–ლიგა და პორტუგალიის სუპერ–ლიგა იქაც ჩემპიონობისთვის იბრძვან:"ბენფიკა" და "ბრაგა".

ვნახოთ სხვა ჩემპიონატების სიტუაცია. ინგლისში, ჩემპიონობისთვის 3–გრანდი:"მანჩესტერი–66, "ჩელსი"–64 და "არსენალი"–64 იბრძვიან. თანაბარი ბრძოლა არის ბუნდესლიგაშიც: "ბაიერნი"–56, "შალკე" 54 და "ლევერკუზენი"–53. ანალოგიური სიტუაციაა იტალიაში: "ინტერი"-59 ქულა, "მილანი"-58 და "რომა"-53. ჰოლანდიაშიც ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის: "ტვენტე" –70, "პსვ" –65 და "აიაქსი" –64

ყველაზე კონკურენტიანი ჩემპიონატი კი საფრანგეთის ჩემპიონატია. აქ 6–გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის-"ბორდო" –53, "მონპელიე" –53, "ოსერი" –52, "ლილი" –51, "ლიონი" 51 და "მარსელი"–50. განსხვავება პირველი და მეექვსე ადგილს შორის 3 ქულაა.

ეს სეზონი ლა ლიგაში ისტორიულია. 15 წლის განმავლობაში, იმის შემდეგ რაც გამარჯვებულს 3 ქულა ენიჭება, პირველად ხდება ასეთი დისბალანსი. არასდროს ლა ლიგის ისტორიაში პირველიდან მესამე ადგილამდე ქულების განსხვავება 18 ქულა არ ყოფილა. აქამდე რეკორდი 2004/05 სეზონს ეკუთვნოდა, როდესაც 27 ტურისთვის პირველ ადგილზე მყოფი "ბარსელონა" მესამე ადგილზე მყოფ "სევილიას"-16 ქულით უსწრებდა.

სპეციალისტები უკვე ამბობენ რომ პრიმერა დივიზიონი ემსგავსება შოტლანდიის ჩემპიონატს სადაც უკვე წლებია ჩემპიონობიშტვის მხოლოდ 2–გრანდი ბრძოლობს სელტიკი და რეინჯერსი.ეხლა ლა–ლიგაში რეალს და ბარსელონას ბადალი არ ყავს და გუნდები ვერ ახერხებენ მათთან ბრძოლას.სიტუაცია უნდა გამოსწორდეს თორემ ასე შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის რეიტინგი დაეცეს.ამ შემთხვევაში კი ესპანეთი დაკარგავს ერთ ადგილს ჩემპიონთა ლიგაში და 4 გუნდის სანაცვლოდ იქ 3–გუნდი ითამაშებს.

ინფორმაციის წყარო:marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (248)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)