ზიდანი:„არ გამოვრიცხავ, ჩემს მერე „რეალში“ გუტი დაინიშნოს“

ზიდანმა „ლეგანესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მიზანი იგივეა. მადრიდის „რეალს“ ლა ლიგაში მეორე ადგილის დაკავება სურს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ დანარჩენს კი 38-ე ტურის ბოლოს ვიხილავთ.“

„თამაში უნდა ვაკონტროლოთ და ვეცადოთ, ინტენსივობა შევინარჩუნოთ, ამ შემთხვევაში გამარჯვება უფრო გაგვიმარტივდება.“

„ორწელიწადნახევარია მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ვარ და ამით ვამაყობ. ამ გუნდის სათავეში ყოფნის თითოეული დღე ძალიან ბედნიერია.“

„ტურინელებთან ბერნაბეუზე ძალიან ცუდად ვითამაშეთ და არაერთი მომენტის გაფუჭება დაფიქსირდა. „ბაიერნთან“ ანალოგიურის გაკეთება ფატალური შედეგით დასრულდება, ამიტომ ყურადღებით ვართ.“

„ნაჩო ფერნანდესის პროგრესი აშკარაა, მაგრამ ის ბოლომდე მზად არ არის. რისკების თავიდან არიდებით მიზნით, ესპანელთან ფრთხილად ვმუშაობთ.“

„ისკოსა და კარვახალის სახით უდიდესი ფეხბურთელები გამოგვაკლდნენ, მაგრამ აუცილებლად გამოგვადგებიან.“

„ბენზემა და ბეილი? ნებისმიერ ფეხბურთელს სურს მოედანზე გასვლა და თამაში, ამაში არაფერია არანორმალური. ვთვლი, რომ ისინი უდიდეს ფიგურებს წარმოადგენენ და წლევანდელ სეზონში არაერთ გამარჯვებაში შეიტანეს წვლილი.“

„ანდრეს ინიესტასთან შეხვედრის ბედნიერება რამდენჯერმე მქონდა. ის არის საფეხბურთო ლეგენდა და გენიალური ფეხბურთელი. პატივს ვცემ კატალონიელს და წარმატებას ვუსურვებ.“

„გუტი? არ გამოვრიცხავ, ჩემს მერე „რეალში“ სწორედ ის დაინიშნოს. ესპანელი შესანიშნავად მუშაობს.“ dle 10.1

  • Datuna
  • 28 აპრილი 2018
  • 5945
  • 3

1

28 აპრილი 2018 12:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვინც მინიმუმ 5 წელი რეალში არ დაგტოვოს იმან ინატროს ლიგა 50 წელი, გრანდების რისხვა და ლიგის მეფე!

2

28 აპრილი 2018 13:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 552
zizu iniesta espanelia da ara katalonieli

3

28 აპრილი 2018 14:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა გუტი ძმობას გაფიცებ დდდდდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)