ბავარია კვლავ უკმაყოფილოა

ბავარიამ რამდენიმე დღის წინ აშკარა უკმაყოფილება გამოთქვა მადრიდის რეალის პოლიტიკის მიმართ . ისინი მაშინ მადრიდის რეალს დაემუქრნენ კიდეც, რომ საქმეში "ფიფა"–ს ჩარევდნენ. მაშინ ეს საქმე ასე თუ ისე ჩაცხრა, მაგრამ როგორც ჩანს, მიუნხენელები სერიოზულად არიან გაცოფებულნი მადრიდის რეალის სატრანსფერო პოლიტიკით, ამიტომაცაა ალბათ ის, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ ამ თემით სპეკულირებას.


გერმანული კლუბის გენერალურმა დირექტორმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ მიუხენის ბავარია არ აპირებს გაყიდოს ფრანგი ფრენკ რიბერი , მანამ სანამ მასში გადახდილი თანხა არ გადააჭარბებს რონალდუში გადახდილ თანხას. იგი ამაზეც არ გაჩერდა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან მადრიდის რეალს ეს პოლიტიკა გაბანკროტებამდე მიიყვანს:

"მადრიდის რეალს პრობლემები შეექმნება, მას საკუთარი სტადიონის ვალების გამო დახურვა მოუწევს , როცა მასთან სასამართლოს წარმომადგენელი მივა. როგორც ამბობენ, თუ წყლის მოსატანად მდინარეზე დოქით ხშირად ივლი, ის ადრე თუ გვიან გატყდება (დაახლოებით ასე ითარგმნება ავტ. შველა)"– განუცხადა გერმანული კლუბის ხელმძღვანელმა ერთ–ერთი გერმანული არხის ჟურნალისტს

მან ასევე განაცხადა, რომ მისი კლუბი უკმაყოფილოა მადრიდის რეალის პოლიტიკით, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა ფეხბურთელი ბავარიის მიმართ მტრულად განეწყო:

"რეალს ჩვენთვის თანხა არასდროს შემოუთავაზებია, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუ ჰქონდათ ფრენკის საყიდელი ფული, შეეძლოთ ჩამოფრენილიყვნენ მიუნხენში. როგორც ჩანს მათ ფული არ აქვთ, ამიტომაც დარჩნენ მადრიდში."

უნდა აღინიშნოს, რომ რიბერის ირგვლივ არსებულმა სიტუაციამ თვით კლუბის ხელმძღვანელებს შორის გამოიწვია უთანხმოება. კლუბის პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა დაადანაშაულა რიბერი იმაში, რომ ის არაა კონცენტრირებული მის ამჟამინდელ კლუბში კარგად თამაშზე, მაშინ როცა იგივე ჰიონესმა და რუმინგემ ყველაფერში მადრიდის რეალი დაადანაშაულეს და დაიცვეს ფეხბურთელი:

"რატომ უნდა გავყიდოთ რიბერი? ჩვენ გვინდა, რომ მის სანაცვლოდ მივიღოთ ის თანხა, რომელსაც ეხლა ბაზარი გვთავაზობს. და თუ კრისტიანო რონალდო ღირს 94 მლნ. რიბერის ღირებულებაც ანალოგიურია, იმიტომ რომ რიბერი,რონალდუ, მესი და შეიძლება კაკაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან" –განაცხადა ფრანც ბეკენბაუერმა.



ინფორმაციის წყარო: as.com
dle 10.1

  • shvela
  • 1 აგვისტო 2009
  • 4072
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)