რობენი:„„რეალს“ მსაჯებიც ვეღარ უშველიან, „ბაიერნს“ გაცილებით დიდი მოტივაცია აქვს“
მიუნხენის „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა წინახაზელმა, არიენ რობენმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა...
„რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი მეტოქე 1/2 ფინალში მადრიდის „რეალი“ არ იქნებოდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.“
„რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ ჩვენ ფინალში აუცილებლად გავალთ. არ ვიხსენებთ შარშანდელ მსაჯობას, „ბაიერნი“ შემართულია. ამ ეტაპზე ზიდანის გუნდს მსაჯების არასწორი მოქმედებაც ვერ უშველის, რადგან ჩვენი მოტივაცია 5-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე სამეფო კლუბის.“
- 14 აპრილი 2018
- 8352
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.