ალონსო 40 მლნ. –ად?

როგორც ჩანს, ენფილდის უმაღლეს ეშელონებში სურთ, რომ ესპანელის გაყიდვით ფული გააკეთონ


მადრიდის რეალი აგრძელებს მუშაობას, რომ იპოვოს შესაფერისი კანდიდატურა ნახევარდაცვაში, ხოლო ხაბი ალონსო კი მათი ნომერ პირველი კანდიდატურაა. მაგრამ ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის რეალსა და ლივერპულს შორის არსებობს გაუგებრობა, რაც აფერხებს 27 წლის ფეხბურთელის ბლანკოსების რიგებში გადმოყვანას.

გაუგებრობა კი გამოწვეულია იმ ფასით, რასაც მერსისაიდელები ითხოვენ ალონსოს სანაცვლოდ. ყოველდღიური გამომცემლობა AS იუწყება, რომ მერსესაიდელები ითხოვენ 40 მლნ. ევროს: 35 მლნ. ევრო ხელზე, ხოლო დანარჩენი 5 მლნ. ევრო კი დამოკიდებული იქნება ესპანელი ნახევარმცველის თამაშის ხარისხზე.

ამასთანავე მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ლივერპულს შეთავაზება 30 მლნ. ევრომდე გაუზარდა. ეს ის თანხაა, რომლითაც მისი აზრით, ლივერპულელები უნდა დაინტერესდნენ. რამდენიმე დღეში საბოლოოდ გადაწყდება ალონსოს საკითხი და როგორც ჩანს, ეს ყველაზე ხანგრძლივი სატრანსფერო საგაა ამ ზაფხულის განმავლობაში


წყარო: goal.com
dle 10.1

  • shvela
  • 1 აგვისტო 2009
  • 3151
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (228)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)