ზიზუ:„როცა მეუბნებიან, რომ იგუაინი სახიფათოა, რონალდუ მახსენდება“

ზინედინ ზიდანმა „ლას პალმასის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ პაუზის შემდეგ გუნდს მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონდა, თუმცა „ლას პალმასთან“ ძალების მინიმალური დახარჯვით შევძელით 3 ქულის აღება.“

„ახლა იტალიაზე გადავერთვებით, ძალიან რთული მეტოქე გვყავს. „იუვენტუსში“ ყველა მოთამაშე სახიფათოა. როდესაც ამბობენ, რომ „ბებერი ქალბატონიდან“ იგუაინი სახიფათოა მაშინვე რონალდუ მახსენდება. თუ ამ კომპონენტით ვიმსჯელებთ, კრიშტიანომ გაცილებით მეტი უნდა გაიტანოს, ვიდრე პიპიტამ, მაგრამ მერწმუნეთ, აქ ერთმანეთს გუნდები უპირისპირდებიან და არა ინდივიდები. იგუაინი მხოლოდ იმ სახიფათო გუნდის ნაწილია, რომელიც ალეგრის ჰყავს.“

„ისკოს მცირე დაზიანება ჰქონდა, ამიტომ ვარჯიშებზე სრულად ვერ დაიხარჯა. ვიმედოვნებ, „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ჩემ განკარგულებაში იქნება.“

„ნაჩომ დაზიანება მიიღო და სწორედ ამიტომ შევცვალე. დაველოდოთ სამედიცინო კვლევების შედეგებს.“

„არ ვიცი სასტარტოდან დაიწყებს თუ არა თამაშს ბეილი „იუვენტუსთან“ მატჩში.“

„მარკოს ლორენტეს შანსი კვლავ მივეცი, ის ძალიან მოტივირებულია.“ dle 10.1

  • Datuna
  • 31 მარტი 2018
  • 8917
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)