ზიდანი:„როდესაც ნეიმარი „რეალის“ ფეხბურთელი გახდება, მე მასზე ბევრს ვისაუბრებ“
ზიდანმა „ჟირონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ძალიან კარგად ვიმუშავეთ, მოსამზადებლად დრო ნამდვილად გვქონდა, ფეხბურთელების დასვენების საშუალებაც მიეცათ და დარწმუნებული ვარ, „ჟირონასთან“ მაღალი დონის მატჩს გავმართავთ.“
„მეტოქე მართლაც ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს.“
„მე პატივს ვცემ „პსჟ“-ს, შესაბამისად არ მსურს, რომ ნეიმარზე ბევრი ვილაპარაკო. თუ ბრაზილიელი „ბლანკოსის“ შეგირდი გახდება, ძალიან გამიხარდება, ვინაიდან მისი ტალანტი მართლაც ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა. მოდით შევთანხმდეთ, ნეიმარზე მაშინ ვილაპარაკებ ბევრს, როდესაც „რეალის“ ფეხბურთელი გახდება, მანამდე კი ჩემი შეგირდების კონდიციებთან დაკავშირებით შეგიძლიათ კითხვები დამისვათ.“
„ტურინის „იუვენტუსი“? ეს იქნება მატჩი, სადაც ფავორიტი არ არსებობს. შანსები თანაბარია. ძალიან მძიმე მეტოქე გვყავს. კარგად ვიცნობ „ბებერ ქალბატონს“ და ვიცი, რაოდენ რთულია მათ სტადიონზე თამაში.“
„გარეთ ბეილი „ბლანკოსში“ ბედნიერია, ის არასდროს წუხს და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება გუნდისთვის.“
„რაფაელ ვარანი შესანიშნავი ფეხბურთელია. ჩემ თანამემამულეს კიდევ შეუძლია მომატება. რომ არა ტრავმები, ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე იასპარეზებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მსოფლიო ჩემპიონატზეც შესანიშნავი იქნება.“
„ყველა მოთამაშეს სურს მოედანზე გასვლა და სათამაშო წუთების მიღება, მაგრამ 11 ფეხბურთელზე მეტს სასტარტოში ვერ დავაყენებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოთამაშეს ვერ დავაკმაყოფილებ. მაქსიმალურად ვცდილობ რესურსი ავითვისო.“
„ლუკას ვასკესი ბრწყინვალე მოთამაშეა. ესპანელი ფეხბურთელი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.“
- 17 მარტი 2018
- 5732
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.