1/4 ფინალისტების მიღწევები ჩემპიონთა ლიგაზე

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდის მიღწევებს ევროპის ყველაზე მაღალი დონის ტურნირზე.


მადრიდის „რეალი“

სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდ გამოცდილებას ფლობს. ამ გუნდს თასი 12-ჯერ აქვს მოგებული. მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 35-ჯერ არიან გასულები, 28-ჯერ 1/2 ფინალში, ხოლო 15-ჯერ ფინალში. აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსს“ 15 ფინალიდან 12 მოგებული აქვს და მხოლოდ 3 მატჩში იწვნია მარცხი.

მიუნხენის „ბაიერნი“

„რეალის“ შემდეგ 1/4 ფინალში ყველაზე მეტჯერ „ბაიერნი“ გახლავთ გასული. გერმანელები 8 საუკეთესო გუნდს შორის 29-ჯერ მოხვნდნენ, მათ ასევე ნათამაშები აქვთ 19 ნახევარფინალი და 10 ფინალი, საიდანაც 5 მოიგეს, ხოლო 5 წააგეს.

კატალონიის „ბარსელონა“

ბარსელონელები 1/4 ფინალში 22-ჯერ გავიდნენ, საიდანაც 15 შემთხვევაში ნახევარფინალშიც გააღწიეს. რაც შეეხება ფინალს, „ბლაუგრანას“ 8 ფინალი აქვს ნათამაშები, საიდანაც 5 მოგებით დასრულდა, ხოლო 3 მარცხით.

ტურინის „იუენტუსი“

იტალიურ გუნდს 1/4 ფინალის საგზური 18-ჯერ აქვს მოპოვებული. „ბებერი ქალბატონი“ ნახევარფინალში 15-ჯერ მოხვდა, ფინალში კი 9-ჯერ. ტურინელებმა 9-იდან მხოლოდ 2 ფინალი მოიგეს 7 კი წააგეს. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უიღბლო გუნდია.

„ლივერპული“

მერსისაიდელები 1/4 ფინალში 14-ჯერ მოხვდნენ, საიდანაც 9 შემთხვევაში ნახევარფინალში გააღწიეს. რაც შეეხება ფინალებს - 7 მატჩი, 5 გამარჯვება, 2 მარცხი. „წითლები“ ჩემპიონთა ლიგის 5 თასს ფლობენ.

„რომა“

დედაქალაქური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 4-ჯერ არის გასული, გუნდი ერთხელ მოხვდა ნახევარფინალში, ერთხელაფ ფინალში, თუმცა გამარჯვებას ვერ მიაღწია და ჩემპიონობის გემო არასდროს გაუსინჯავს.

მანჩესტერ „სიტი“

ხოსეპ გუარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, მაგრამ ამ გუნდს ხსენებულ ტურნირზე მცირე გამოცდილება აქვს. „სიტი“ 1/4 ფინალში ორჯერ არის გასული, ნახევარფინალში კი ერთხელ. მანჩესტერულ გუნდს ფინალში არასდროს უთამაშია.

„სევილია“

და ბოლოს ანდალუსიური სევილია. მონტელას გუნდმა 1/8 ფინალიდან „იუნაიტედი“ გამოთიშა და 1/4 ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ეს ეტაპი „სევილიასთვის“ მაქსიმუმია, ვინაიდან 1/2 ფინალში არასდროს უთამაშია. dle 10.1

  • Hala
  • 15 მარტი 2018
  • 4499
  • 7

1

15 მარტი 2018 15:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
sevilia, roma, liverpuli, city, barca, juve, baiern.. dasackisidam rogorc davcere ese ikneba martivad gasvla naxevarfinalahi )))

shegvidzlia mesamea dadebac )

2

15 მარტი 2018 15:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალი ლივერპული მგონია ან რეალი ბაიერნი

3

15 მარტი 2018 16:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 552
roma 1983-84 wlebis sezonshi liverpultan damarcxda finalshi

4

15 მარტი 2018 16:15

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალი სიტი. დასრულდა საუბარი :დ

5

15 მარტი 2018 17:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
reali siti martali xar barcas pano reals sauketesos sheaxvedreben tore realma rom kide moigos realis liga iqneba eg ukve😂😂😂da bolos gamarjoba me madridista var chemi guli yoveltvis tetriaaaa

6

15 მარტი 2018 18:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: rauli, icer ans sergio (ris)
reali siti martali xar barcas pano reals sauketesos sheaxvedreben tore realma rom kide moigos realis liga iqneba eg ukve😂😂😂da bolos gamarjoba me madridista var chemi guli yoveltvis tetriaaaa

ხო იცით რო რეალი მოიგებს wink

7

16 მარტი 2018 02:16

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალი ვს ლუბოი ..გამოექაანონ დანარჩეენეები..სულ არ მეშინიაა მოიგეებეენ ავღნიშნაავ წააგეებეენ და გული დამწყდება.ყოველთვის რეალი ვერ მოიგეებს ..მარაა წელს უეჭველი დაავდოოთ დაა მერე ვსოო .ორი წელი დაავისვეენოოთ😃😃😃

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)