ზიდანი:„შოკირებული ვარ, ყოველდღე მოულოდნელ ინფორმაციას ვიგებ“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ბოლო ტურებში გუნდს ბევრი გოლი გააქვს, რაც წინა ხაზის გამოცოცხლებაზე მიუთითებს. მიხარია, რომ სამეფო კლუბი აქტიურად უტევს. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და ინტენსივობა შევინარჩუნოთ.“

„შოკირებული ვარ, ყოველდღე მოულოდნელ ინფორმაციას ვიგებ. კროოსის და მარსელოს შემდეგ ლაზარეთს ლუკა მოდრიჩი შეუერთდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ხორვატი მალე დაბრუნდება, მის გარეშე ასპარეზობა ვერც კი წარმომიდგენია.“

„კრიშტიანო რონალდუ უკვე 33 წლის არის. არ ვიცი რამდენ ხანს შეძლებს ის სეზონში 60 და 70 მატჩის გამართვას, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება გამართულებული გადაწყვეტილება. რიგ შემთხვევებში პორტუგალიელმა უნდა დაისვენოს.“

„წინა ტურში „ბეტისის“ წინააღმდეგ მეორე ტაიმი ძალიან კარგი იყო. სწორედ ასეთი ფეხბურთის თამაშს ვავალებ ჩემ ფეხბურთელებს.“

„მოთამაშეებს კონცენტრაცია არასდროს დაუკარგავთ, იყო პრობლემები, მაგრამ ბევრი შეცდომა აღმოფხვრას დაექვემდებარება. მე მყავს ძალიან მოტივირებული და მებრძოლი გუნდი.“

„გარეთ ბეილი ძალიან ბევრს მუშაობს და შრომობს. უელსელს დიდი დრო გაუცდა, თუმცა დაბრუნდა და ფორმას იბრუნებს.“

„„პსჟ“? მოდით ვისაუბროთ „ლეგანესთან“ მატჩზე. მთავარი ხვალ 3 ქულის მოპოვებაა. პარიზელებთან შეხვედრაზეც მომავალშიც ბევრს ვისაუბრებთ.“

„დიახ, ფრანგებთან სათამაშო სქემა შეიცვალა. მოთაშეებს რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი აქვთ დახვეწილი და ეს ბუნებრივიცაა.“

„ტრავმები? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო 7 დღის განმავლობაში ფეხბურთელები დამიბრუნდებიან, თუ ასე არ მოხდა, დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით. კროოსი, მარსელო და მოდრიჩი გუნდის უდავო ლიდერები არიან.“

„მარკო ასენსიო ძალიან ახალგაზრდაა. ესპანელმა ფეხბურთელმა ასაკის მიუხედავად არნახულ პროგრესს მიაჩნია, მარკომ ბევრი უნდა იშრომოს, ვინაიდან ეს არ არის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი.“

„ის, რომ სეზონის ბოლომდე „რეალს“ დავტოვებ დიდი ტყუილია. ზაფხულში ხელმძღვანელობას შევხვდები, რის შემდეგაც დადგინდება ემთხვევა თუ არა ჩვენი ხედვები ერთმანეთს. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ და მიზნად ტიტულების მოგება მაქვს დასახული.“

„ასენსიოს შეუძლია როგორც ბეილის, ასევე ბენზემას შეცვლა, ის უნივერსალია.“

„არ ვარ 75 წლის და არ ვატარებ ბოლო სეზონს მწვრთნელის რანგში. წინ მრავალი გამოწვევა მელის, ამიტომ არ ვნერვიულობ.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 თებერვალი 2018
  • 6699
  • 3

1

20 თებერვალი 2018 16:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კროოსი მოდრიჩი თუარიყო პსჟსთან სასტავში ჩათვალოს რეალმა ცენტრი დაკარგულიაქვს და გამოვარდნის ტოლფასია

2

20 თებერვალი 2018 17:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: O. Dembele
კროოსი მოდრიჩი თუარიყო პსჟსთან სასტავში ჩათვალოს რეალმა ცენტრი დაკარგულიაქვს და გამოვარდნის ტოლფასია

ილარამენდი მაინც დაგვეტოვებინა))

3

20 თებერვალი 2018 23:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რამ დაგშოკა? რა სი-რი სამედიცინო და ფიზ-მომზადების შტაბი გყავს არ იცი? :D

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)