„პსჟ“-სთან ზიდანი არა „BBC“-ს, არამედ „CIA“-ს გამოიყენებს?
მიუხედავად იმისა, რომ „პსჟ“-სთან მატჩამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი. ესპანური გამოცემები პარიზის მატჩთან დაკავშირებით არაერთ ინფორმაციას წერენ...
ზიზუ პარიზში ერთ-ერთი ვარიანტად წინა ხაზში კრიშტიანო რონალდუს, მარკო ასენსიოს და ისკო ალარკონის ტრიოს გამოყენებას განიხილავს, რომელიც BBC-ს ჩაანაცვლებს.
ფრანგი თვლის, რომ ეს ტრიო გაცილებით მოძრავი იქნება, ვიდრე BBC და შეძლებს ნახევარდაცვის დახმარებასაც.
ამას ემატება ისკოს ფაქტორი, რომელსაც ბურთის დაჭერა შეუძლია და მოედნის ცენტრს შესანიშნავად ფლობს, რაც საფრანგეთის დედაქალაქში აუცილებელი იქნება.
როგორც სჩანს, ზინედინი „პსჟ“-სთან გასამართ განმეორებით დაპირისპირებაზე უკვე მუშაობს.
- 20 თებერვალი 2018
- 3882
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.