„რეალის“ ქომაგების უმეტესობა თვლის, რომ ამ სეზონში გუნდი უტიტულოდ დარჩება
„მარკას“ გამოკითხვის შედეგები ძალიან პესიმისტურია, მადრიდის „რეალის“ ქომაგებს სეზონის ბოლოს ტიტულების მოგების იმედით არ აქვს...
გულშემატკივართა 44% თვლის, რომ „დედაქალაქელები“ ვერცერთ ტიტულს ვერ მოიგებენ, 25%-ის აზრით ზიზუს გუნდი სამეფო თასს მოიგებს, ლა ლიგაში წარმატების მიღწევის მხოლოდ 1%-ს სჯერა. 11% თვლის, რომ ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამედ მიაღწევს წარმატებას.
17%-ის აზრით „ბლანკოსი“ სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მხოლოდ 2% იჯერებს იმას, რომ მადრიდელები ლა ლიგას, სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგას ერთბაშად მოიგებენ.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 53 946-მა ქომაგმა.
- 28 დეკემბერი 2017
- 2255
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.