მოდრიჩი:„„ბარსელონას“ ვერ დავამარცხებთ, თუ ამას ვერ გავაკეთებთ“

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...


„კარგ ფორმაში ვართ და დუბაიდან ბედნიერები ჩამოვედით. მადრიდულმა გუნდმა მეხუთე ტიტული მოიგო, რაც მარტივი სულაც არ არის. წინ „ელ კლასიკოა“, რომელსაც ამაღლებული განწყობით ვხვდებით და ღრმად გვწამს, რომ გამარჯვება შეგვიძლია. თუ ვალვერდეს გუნდს დავამარცხებთ, ჩვენი საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.“

„კატალონიელებს არაერთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა თავისუფლად შეუძლიათ. თუ სივრცეებს არ ჩავკეტავთ მათი დამარცხება წარმოუდგენელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მოედნის ყველა წერტილში მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ.“

„ამბიციური ვარ და საკუთარი ხასიათით ნამდვილად კმაყოფილი გახლავართ, ჩემთვის ბრძოლა ყოველთვის უპირველესია.“

„მადრიდული გიგანტი იბრძოლებს ყველა ტურნირისთვის, რომელზეც გამოდის. 2018 წელს 6 ტიტულის მოგებაზე უარს არ ვიტყოდით.“

„სამეფო კლუბში ყველა ოცნება ამიხდა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია შესაძლებლობები გამოავლინო და მწვერვალები დაიპყრო.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 დეკემბერი 2017
  • 6863
  • 28

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)