იგუაინი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ?

მას შემდეგ, რაც დიეგო მარადონა "პრინციპულად" არ ეძახის გონსალო იგუაინს ეროვნულ ნაკრებში, პიპიტა არ გამორიცხავს, რომ მან შეიძლება საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მიაშუროს. შეგახსენებთ, რომ პიპიტა სწორედ საფრანგეთშია დაბადებული.


მადრიდის რეალის თავდამსხმელი გონსალო იგუაინი განიცდის ეროვნულ ნაკრებში სათამაშო პრაქტიკის უქონლობას და როგორც იგი So Foot –სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს , იმ შემთხვევაში, თუ დიეგო მარადონა გააგრძელებს მის იგნორირებას, იგი მიმართავს საფრანგეთის მთავრობას მოქალაქეობის მისაღებად თამაშის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გასაგრძელებლად.

მიუხედავად პიპიტას მიერ ჩატარებული შესანიშნავი სეზონისა და იმისა, რომ მან ბლანკოსების რიგებში ნათამაშებ 34 შეხვედრაში მოახერხა 22 გოლის გატანა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, რომ იგი ნაკრებში გამოეძახებინა.

"მე დღე და ღამ ვმუშაობ იმისთვის, რომ მარადონას მოწონება დავიმსახურო, მინდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ამის მისაღწევად თავს არ დავზოგავ. მე იმედი არ დამიკარგავს"

მიუხედავად იგუაინის არგენტინის მიმართ სიყვარულისა , ის დაიბადა საფრანგეთში– ბესტში, ამიტომ ფეხბურთელი უკიდურეს შემთხვევაში არ გამორიცხავს , რომ მან შესაძლოა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგოს.


წყარო: goal.com
dle 10.1

  • shvela
  • 31 ივლისი 2009
  • 7311
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)