რონალდუ:„გამარჯვებულის სცენიდან მივმართავ მესის - „ჩვენ კიდევ ვიბრძოლებთ““

კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბურთის მოგების შემდეგ ცერემონიის წამყვანთან ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...


„ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც დამეხმარა იმაში, რომ დღეს ოქროს ბურთის მფლობელი გავხდი. საოცარი სეზონი გვქონდა, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, გავხდი საუკეთესო ბომბარდირი და საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ უდიდესი შრომის შედეგად მივაღწიე იმას, რაც ახლა თქვენს თვალწინ ხდება.“

„ძალიან ვამაყობ ჩემი დედით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა მას.“

„სწორედ იმიტომ მაქვს ამდენი ოქროს ბურთი, რომ მადრიდის „რეალის“ ღირსებას ვიცავ. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა ფლორენტინო პერესს. პრეზიდენტი ყოველთვის დიდ მხარდაჭერას მიცხადებს და ყველა სიტუაციაში ცდილობს მაქსიმუმი გაიღოს ჩემთვის.“

„მიხარია, რომ „რეალის“ „შვიდიანი“ ვარ, ლეგენდარული რაულის მემკვიდრეობის მიღება იოლი არ ყოფილა.“

„იმისათვის, რომ ოქროს ბურთი მოიგო მხოლოდ გოლების გატანა, უდიდესი ნიჭი და ტალანტი არ არის საკმარისი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა უნდა გქონდეს იმისათვის, რომ ამ ჯილდოს დაეუფლო. რაული „ბლანკოსის“ სიმბოლოა, მაგრამ მან ვერ მოახერხა ამ ჯილდოს მოგება მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ფეხბურთელია და ჩემგან უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.“

„ლიონელ მესის გამარჯვებულის ტრიბუნიდან მივმართავ და ვუსურვებ, რომ ასეთ მაღალ დონეზე თამაში დიდხანს განაგრძოს, ჩვენი კონკურენცია კიდევ წლების მანძილზე გაგრძელდება, ამის მჯერა და მწამს.“

„კარიერის დასრულებას მადრიდის „რეალში“ ვაპირებ. მე მსურს, რომ ეს ბედნიერი წუთები დიდხანს გაგრძელდეს.“

„მბაპე და ოქროს ბურთი? ფრანგს დიდი შესაძლებლობები აქვს, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაუღალავი შრომის შემთხვევაში ის აუცილებლად დასახელდება საუკეთესოდ.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 დეკემბერი 2017
  • 11011
  • 7

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)