ზიდანი:„კეპა არიზაბალაგა ბრწყინვალე მეკარეა“

ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დეკემბერში ძალიან რთული კალენდარი გვაქვს. მე ვთვლი, რომ ამ თვეს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება, ამიტომ ძალიან სერიოზული მუშაობა და ყურადღებით გამოხატვა გვმართებს.“

„ღრმად მწამს, გამარჯვებების ფონზე სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია. „რეალს“ აქვს რეალური შანსი იმისა, რომ ლა ლიგაში არსებული სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს.“

„ურთულესი მატჩების მოგება მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ.“

„სერხიო რამოსი გუნდს უბრუნდება, მან ვარჯიშებს კარგად გაართვა თავი და სპეციალური ნიღაბის მეშვეობით შეძლებს „სან მამესზე“ გასვლას. მე ვფიქრობ, რომ რთული პაექრობა იყო და დიდ წინააღმდეგობას უნდა ველოდოთ, მაგრამ „რეალისთვის“ დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს.“

„მიყვარს ბასკი გულშემატკივარი, ისინი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან.“

„არ შეიძლება იმის დავიწყება, რაც გარეთ ბეილს „რეალისთვის“ აქვს გაკეთებული. მთელი გუნდი ერთმუშტად არის შეკრული და უელსელს რთულ სიტუაციაში ეხმარება. ბუნებრივია, ის დაიღალა და ფსიქოლოგიურ წნეხს გრძნობს, მაგრამ სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება.“

„გარეთის დაბრუნებაზე საუბარი ახლა არ შემიძლია. ის არ იქნება „ბილბაოსთან“, ამას ახლავე გეტყვით. ჯერ-ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა თამაშს „დორტმუნდთან“ და „სევილიასთან“. რისკის გაწევას არ ვაპირებ, ის ჩვენ გვჭირდება, ამიტომ მოედანზე მაშინ გავა, როდესაც 100%-ით მზად იქნება.“

„კრიშტიანოს ყოველთვის მეტი ამბიცია აქვს, მისთვის საზღვრები არ არსებობს, პორტუგალიელი ყოველთვის მაქსიმალური შედეგებისთვის იბრძვის, ამიტომ ის იმსახურებს ოქროს ბურთს.“

„კეპა? „ბილბაოს“ უძლიერესი მეკარე ჰყავს, ამ სპორტსმენს პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ბრწყინვალე გოლკიპერია. ტრანსფერი? ამაზე საუბრის დრო არ არის, მე შემიძლია გესაუბროთ კიკო კასილიასა და კეილორ ნავასზე, ამჟამად სწორედ ისინი იცავენ „ბლანკოსის“ კარს.“

„ტრანსფერები იანვარში? გამორიცხული არაფერია.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 1 დეკემბერი 2017
  • 3746
  • 4

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)