რონალდუს და ნეიმარის შედეგები ჩემპიონთა ლიგაზე

მას შემდეგ, რაც რონალდუმ „აპოელს“ ორი გოლი გაუტანა, ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი დაუგროვდა, მისი უშუალო კონკურენტი კი „პსჟ“-ს წინახაზელი ნეიმარია. ბრაზილიელმა „სელტიკთან“ იხეირა და პორტუგალიელის უშუალო კონკურენტია. ნეის ანგარიშზე 6 გოლი გახლავთ...


აღსანიშნავია, რომ ორივე მოთამაშემ ხუთივე შეხვედრა სრულად ჩაატარა, მათ ანგარიშზე 450 წუთია.

ამ ხნის მანძილზე კრიშტიანომ 45 კილომეტრი ირბინა, პორტუგალიელი თითო შეხვედრაში საშუალოდ 9 კილომეტრს დარბის. ამ კომპონენტში ნეიმარმა რონალდუს აჯობა, ბრაზილიელმა 51 კილომეტრი დაფარა და მისი საშუალო მაჩვენებელი 10 კილომეტრზე მეტია.

რაც შეეხება კარში დარტყმებს. ამ მონაცემითაც კრიშტიანო რონალდუ ლიდერობს. მან კარში 32-ჯერ დაარტყა, აქედან 16-ჯერ ბურთი კარში წავიდა და ასევე 16-ჯერ კარს ასცდა. ნეიმარის შედეგი განსხვავებულია, ბრაზილიელმა კარში ზუსტად 11-ჯერ დაარტყა, ხოლო 7 შემთხვევაში დარტყმა არასწორი გამოდგა. საერთო ჯამში მან 18-ჯერ „გაისროლა“.

პასების კომპონენტში ნეიმარმა რონალდუ აშკარად დაჩაგრა. „პსჟ“-ს ფორვარდის ანგარიშზე 299 გადაცემაა, საიდანაც 223 ზუსტი იყო, მას 75%-იანი მაჩვენებელი აქვს. რონალდუს კი 144 გადაცემა აქვს გაკეთებული, საიდანაც 119 ზუსტი იყო, მისი ზუსტი მაჩვენებელი 83%-ს უტოლდება, თუმცა გადაცემების რაოდენობა შესამჩნევად ნაკლებია. dle 10.1

  • Hala
  • 23 ნოემბერი 2017
  • 4394
  • 5

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)