ზიდანი:„ამის შემდეგ ვინც ბენზემას კლასში ეჭვის შეტანა აღარ შეიძლება“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „აპოელის“ განადგურების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მნიშვნელოვანი შედეგი დავაფიქსირეთ. სხვა ქვეყანაში, სხვის სტადიონზე 6 გოლის გატანა თანაც ისე, რომ საკუთარი კარი მშრალად შეინახო იოლი არ არის. მეტოქე ცდილობდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ყველაფერი გამოგვივიდა.“

„გადავყწვიტე ხვალ გუნდი დავასვენო, ხუთშაბათიდან კი ლა ლიგის მატჩებისთვის მზადებას დავიწყებთ. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, შანსი მივეცი ახალგაზრდებსაც. მოედანზე გამოჩნდა ტეო, სებალიოსი და ბორხა მაიორალი.“

„მიხარია, რომ მეხუთე ტურის თავზე 1/8 ფინალში ვართ. დარწმუნებული ვარ მომდევნო ეტაპზე ჩვენთან შეხვედრა არავის ენდომება.“

„ის, რომ საგზური გავინაღდეთ არ ნიშნავს იმას, რომ „დორტმუნდთან“ მოვდუნდებით, „ბლანკოსი“ გერმანელებთანაც ბოლომდე იბრძოლებს და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.“

„კარიმ ბენზემამ შესანიშნავი მატჩი გამართა და გოლების გატანაც შეძლო. ფრანგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი და ამის მერე ნურავინ იტყვის, რომ ის ინერტულია, მისი შესაძლებლობები მართლაც არასწორად ფასდება.“

„კრიშტიანო რონალდუსთვის დუბლი ბევრს ნიშნავს, ამით ის ხასიათს გამისწორებს. დარწმუნებული ვარ „შვიდიანი“ ლა ლიგაშიც ბევრს გაიტანს.“

„მოდრიჩი გუნდს ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება. ხორვატი ფეხბურთელის როლი ძალიან დიდია.“

„მარსელო შევცვალე და ტეოს შანსი მივეცი, ბრაზილიელს დასვენება სჭირდება.“ dle 10.1

  • Datuna
  • 22 ნოემბერი 2017
  • 7023
  • 73

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)