„რეალის“ 4 ფეხბურთელს გაყიდის და 250 მილიონს მიიღებს

ბრიტანული გამოცემები ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც მადრიდის „რეალს“ და სამომავლო გეგმებს ეხება...


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფლორენტინო პერესი ასტრონომიულ თანხებს მხოლოდ მას შემდეგ დახარჯავს, რაც რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს. ბოლო წლებში შეინიშნება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსის“ ბიუჯეტი მნიშვნელოვნად აღარ მცირდება, რაც პირველ რიგში კლუბის უდიდეს ვალს უკავშირდება.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, გარეთ ბეილის აბარგება გადაწყვეტილია. უელსელი ფეხბურთელი კარიერას „იუნაიტედში“ განაგრძობს, მის ნაცვლად კი „რეალი“ 100 მილიონს მიიღებს.

გარდა ბეილისა, მადრიდისტები კარიმ ბენზემას გაშვებასაც აპირებენ, მასში ლონდონის „არსენალი“ 55 მილიონ ევროს ჩამოდის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბს დატოვებს ბორხა მაიორალიც, რომლის სანაცვლოდაც ფლორენტინო პერესი 25 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.

და ბოლოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიური „მილანი“ მატეო კოვაჩიჩის სანაცვლოდ ყველაფერს გააკეთებს, „რეალის“ ინტერესი კი ხორვატის სანაცვლოდ 70 მილიონის მიღებაა, რაც ბევრისთვის მართლაც უდიდესი ციფრია, თუმცა მატეოს შესაძლებლობებიდან და „მილანის“ სერიოზული ინტერესიდან გამომდინარე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მიღებულ თანხას ფლორენტინო პერესი ბრაზილიელი ნეიმარის ტრანსფერს მოახმარს, რომელიც ბეილს ჩაანაცვლებს, ასევე იგეგმება ტიმო ვერნერის შეძენა, ეს ფეხბურთელი კარიმ ბენზემას შეცვლის. გარდა ზემოხსენებული ფეხბურთელებისა პერესს არაერთი ფავორიტი ჰყავს. dle 10.1

  • Datuna
  • 21 ნოემბერი 2017
  • 5755
  • 10

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)