"რეალს" შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალს" დღეს სათამაშო აქვს "სევილიასთან" და ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც წინ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა უნდა ჩაატაროს "ბლანკოსმა". აქ კი ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი, სამეფო კლუბი ვერ მოუგებს ანდალუსიელებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფრანგულ კლუბზე იფიქრებენ. ალბათ, ეს ორი შეხვედრა იქნება გადამწყვეტი "ვიკინგებისთვის".


ასევე არსებობს ერთი ფსიქოლოგიური ფაქტორიც. თუ "მერენგებმა" ანდალუსიელებს ვერ მოუგეს, მაშინ ლიგაზეც გაუჭირდებათ მათ ასპარეზობა. ამ ყველაფრის მიზეზი კი მადრიდელთა ემოციონალური სტრესი იქნება. ამ საკითხს ხაზი იმიტომ გაესვა, რომ მადრიდელებს ჩვევიათ ამგვარ სიტუაციებში ყოფნა. მეორეს მხრივ კი, თუ "რეალმა" დამაჯერებლად გაიმარჯვა, თანაც დანაკლისების გარეშე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ ჩვენი საყვარელი კლუბი "ოლიმპიკს" მოუგებს, ძალიან დიდია.

ახლა კი გადავიდეთ მატჩის დეტალებზე. ყველასთვის ნათელია ის, რომ სამეფო კლუბი დღეს ფავორიტია, თუნდაც სტადიონის ფაქტორის გამო. დღეს საინტიაგო ბერნაბეუ მადრიდელთა მეთორმეტე მოთამაშე უნდა იყოს და ალბათ იქნება კიდეც. იმედია "გალაქტიკოსები" თავიანთ ტრადიციას არ დაარღვევენ და მორიგ სპექტაკლს დაგვიდგავენ საოცნებო სტადიონზე.

თამაშის დაწყებამდე, საკითხავი იქნება ხაბი ალონსოს მოედანზე გამოჩენა. სავარაუდოდ ბასკ ვარსკვლავს ფერნანდო გაგო შეცვლის, რომლისთვისაც ეს შეხვედრა იქნება ერთგვარი რეპეტიცია "ლიონთან" მატჩის წინ. ასევე აღსანიშნავია გუტის დაბრუნებაც, რომელიც დღეს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს თამაშის ყურებას. რაც შეეხება სხვა როტაციებს, გრანეროს მაგივრად წინ აიწევს მარსელო, ამიტომ ხესუს ნავასის მეურვეობა ალვარო არბელოაზე გადავა. თავდასხმაში კი ყველაფერი უცვლელია. ბომბარდირობის მთავარი პრეტენდენტები, რონალდო და იგუაინი შეუტევენ მოწინააღმდეგის კარს.

ახლა კი გადავერთოთ სევილიაზე. ამ გუნდს დიდი დანაკლისები აქვს. "რეალთან" ვერ ითამაშებენ: ლუის ფაბიანო და რენატო. პირველი მათგანის ნაცვლად ბერნაბეუზე კანუტე დადგამს ფეხს, მის წყვილში კი ალვარო ნეგრედო ითამაშებს. რენატოს მაგივრად კი ფედერიკო ფაციო აიწევს ნახევარდაცვაში.

დღეს გაიმართება ძალიან საინტერესო შეხვედრა, არანაკლებ საინტერესო, ვიდრე "ლიონთან" მატჩი. რა თქმა უნდა ფრანგულ კლუბთან წარმატებას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე ანდალუსიელებთან, მაგრამ ეს თამაშიც მოსაგებია "ბარსელონას" დაწევისთვის. ასე, რომ დღეს ღამის პირველ საათზე, ყველამ ვუგულშემატკივროთ მომავალ ჩემპიონებს!

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)