მარსელო:„მე ერთ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ“

„რეალის“ ვიცე-კაპიტანმა მარსელო ვიეირამ „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ეჭვი არ მეპარება საკმაოდ რთული და ლამაზი მატჩი იქნება. ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა განზომილებაა. ჩვენი გუნდი ევროსარბიელზე ყოველთვის სოლიდურად თამშობს, არც ახლა ვაპირებთ ტრადიციის დარღვევას.“

„ვეცდებით „ჟირონასთან“ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და „ტოტენჰემის“ შემდეგ ბედნიერები ვიყოთ. ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, მოედანზე გამარჯვებულის მენტალიტეტით გავალთ.“

„არსებობს დიდი ზეწოლა, მაგრამ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, ამიტომ კონცენტრაცია არა კრიტიკაზე, არამედ კარგ თამაშზე უნდა გააკეთო. მე ვთვლი, რომ 3 დღეში ერთხელ თამაში რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.“

„ერთ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ და ეს „ტოტენჰემის“ გუნდურობაა. ალბათ ყველა ფიქრობს, რომ მთავარ სამიზნედ ჰარი კეინი უნდა გვყავდეს, მაგრამ მერწმუნეთ, მხოლოდ ინგლისელზე ფიქრი არ შეიძლება. პოჩეტინოს კოზირი გუნდური ერთობაა და ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 1 ნოემბერი 2017
  • 4228
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)