პერესი: "პრიორიტეტი - ჩემპიონთა ლიგაა"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, განაცხადა, რომ წელს სამეფო კლუბის მთავარი პრიორიტეტი - ჩემპიონთა ლიგაა, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.


"რა თქმა უნდა მთავარი მიზანი სწორედ ლიგაა. ამ ტურნირის არმოგება წელს წარმოუდგენელია".

"სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული თამაშით გაითქვა "ბლანკოსმა" სახელი. დიდი შესვენების შემდეგ კი ვალდებულნი ვართ მოვიგოთ. "თეთრების" ყველა ფეხბურთელს უთამაშია ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე და მათ იციან ამ ტურნირის გემო".

ამის გარდა ფლორენტინო სტადიონსაც შეეხო: "22 მაისისთვის ბერნაბეუ სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს და გულშემატკივარს თავი კომფორტულად უნდა ვაგრძნობინოთ".

"დონ სანტიაგო ბერნაბეუ მეოცნებე ადამიანი იყო. სწორედ მან ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი მადრიდელთა წინსვლაში. ეს გამარჯვება სწორედ მას უნდა მივუძღვნათ".

"სამეფო კლუბის გულშემატკივარი დიდი ხანია ვარ. ეს კი მეტწილად მამაჩემის დამსახურებაა, რომელმაც ეს კლუბი შემაყვარა. განსაკუთრებით მახსოვს ის მომენტები, როდესაც "ვიკინგებმა" ლიგა მეექვსედ მოიგეს. მაშინ მე წავედი ბახარასში და მოთამაშეებს ავტოგრაფი ვთხოვე. იმედია ეს ყველაფერი წელსაც განმეორდება და "მერენგები" დაიბრუნებენ ძველ დიდებას".


ინფორმაციის წყარო:Marca.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)