ზიდანი:„თუ ყველაფერს მოვიგებ ვიტყვი, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა სამეფო თასის მატჩის წინ, რომელიც „ფუენლაბრადასთან“ გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა...


„როდესაც მადრიდის „რეალის“ მაისური გაცვია უნდა მოიგო ყველა მატჩი, ოფიციალურიც და ამხანაგურიც, ნაკლებად მნიშვნელოვანიც და ძალიან მნიშვნელოვანიც. სამეფო თასი ძალიან პრესტიჟული ტურნირია და ვთვლი, რომ აქ გამარჯვება უდიდეს ძალისხმევას უკავშირდება.“

„დედაქალაქური კლუბის სტილი არ შეიცვლება, ჩვენ გვაქვს საკუთარი იდეა და გეზი, რომელსაც არ არ გადავუხვევთ. ზოგიერთი გვაკრიტიკებს, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს.“

„გარეთ ბეილი დატვირთვას უკვე იღებს, უელსელის დაბრუნება უახლოეს მომავალში იგეგმება. რაც შეეხება კარვახალის, დანის ველოსიპედით სიარულის ნებართვა უკვე მისცეს, მისი გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცესის კვალდაკვალ ხდება.“

„ტეო ერნანდესი ძალიან ბევრს სწავლობს, ბოლო 4 თვეში მისი პროგრესი აშკარაა, ამ ფეხბურთელს განსაკუთრებული თვისებები აქვს.“

„მე არ ვფიქრობ, რომ პლანეტის საუკეთესო მწვრთნელი ვარ და უბრალოდ არ შემიძლია დავასახელო ადამიანი, ვინც მართლაც საუკეთესოა. თუ მომდევნო 10 წლის მანძილზე ძალიან ბევრ ტიტულს მოვიგებ, მაშინ ნამდვილად ვიტყვი, რომ საუკეთესო ვარ.“

„ფეხბურთელობის დროს დიდი გამოცდილება მივიღე. ვიცი, რამხელა ბედნიერებაა ინდივიდუალური ჯილდოები და ასე შემდეგ, მაგრამ ეიფორიას არ მივეცემით, მთავარი საქმეა.“

„ის, ვინც არ არის თავმდაბალი საფეხბურთო პროგრესს ვერ მიაღწევს, ამას მტკიცება არ სჭირდება.“

„უკეთესი მწვრთნელი ვარ თუ ფეხბურთელი? რა თქმა უნდა ფეხბურთელია, მე ფეხბურთს 35 წლის მანზილზე ვთამაშობ, მწვრთნელის რანგში კი მხოლოდ წელიწადნახევარია ვმოღვაწეობ, ამიტომ შედარება არ შეიძლება.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 ოქტომბერი 2017
  • 8294
  • 134

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)