ზიდანი:„გუარდიოლას განცხადებაზე შეფასების გაკეთება სისულელეა“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „ეიბართან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გამომდინარე იქედან, რომ საკმაოდ რთული კალენდარი გვაქვს, თამაშებს შორის მოსამზადებელი დრო ცოტაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხვალ საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება შეგვიძლია.“

„ბედნიერი ვარ მადრიდში, ბედნიერი ვარ მადრიდელ ფეხბურთელებთან ერთად და მიხარია ყველა დღე, რომელიც მადრიდში თენდება.“

„ბრწყინვალე შანსი გვაქვს, ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას სიამოვნება მივანიჭოთ, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ 3 ქულისთვის, რაც უდიდესი მნიშვნელობის მქონე იქნება სატურნირო მდგომარეობის მხრივ.“

„არ მიყვარს პანიკა და ნერვიულობა. დღეს რა სურათი გვაქვს? გუნდი „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სეზონი ახლა დაიწყო, ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში ვართ. გვაქვს შანსი მოვიგოთ მსოფლიო მუნდიალი, ასევე ლა ლიგა და სამეფო თასი.“

„კარიმ ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდებს შორის არის. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამ სტატუსით სარგელობისთვის მან სეზონში 60 გოლი უნდა გაიტანოს, თუმცა მე მირჩევნია მან 25 გაიტანოს და გააკეთეს ის საქმე, რასაც დამატებით ვავალებ.“

„გუარდიოლას პოლიტიკურ განცხადებებზე შეფასებების გაკეთება სისულელეა, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა.“

„სამწყუხაროდ, კეილორ ნავასს ექიმების დახმარება სჭირდება. არ არსებობს ადამიანი, ვინც ლოგიკურად ახსნის, თუ რატომ შეგვხვდა ამდენი პრობლემა ტრავმების მხრივ, თუმცა ფაქტია, რომ ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია.“

„ბენზემა სუსტია? სუსტები მადრიდის „რეალის“ ღირსებას 10 წლის განმავლობაში ვერასდროს იცავდნენ და ვერც დაიცავდნენ.“

„ ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა „რეალის“ სათავეში ყოფნა, აქ ყოველდღიურად უფრო ძლიერი ვხდები როგორც პროფესიული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.“
dle 10.1

  • Hala
  • 21 ოქტომბერი 2017
  • 8147
  • 378

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)