პერესი:„ბეილმა კაკასავით იმედი გაგვიცრუა“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებთან ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრა...
(გირჩევთ თავიდან ბოლომდე გაეცნოთ სტატიას)


„ბენიტესის გუნდიდან წასვლა სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდა. ფაქტი იყო, რომ გუნდი რეგრესს განიცდიდა და ცვლილებებს საჭიროებდა. თანამდებობაზე დავნიშნეთ ზინედინ ზიდანი, რომელმაც უმოკლეს დროში 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ასევე ლა ლიგაი, მსოფლიო მუნდიალი, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები. დღეს არავინ დაობს იმაზე, რომ ფრანგი სპეციალისტის სახელი ევროპაში ქუხს და ის საუკეთესო მწვრთნელია.“

„პროფესიონალიზმი და მუშაობა. წარმატება, როგორც სპორტში, ასევე პირად ცხოვრებაში. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობას წარმოადგენს სამეფო კლუბის სათავეში მყოფი დამრიგებელი.“

„ჩვენ გამოვდივართ ყველაზე რთულ და ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატში. ლა ლიგაში ბრწყინვალე გუნდები ასპარეზობენ. ის, რომ „ბარსელონასთან“ 5 ქულიანი სხვაობა გვაქვს არაფერს ნიშნავს, ვინაიდან სეზონი ახალი დაწყებულია.“

„აგვისტოს თვე ძალიან სანახაობრივი გამოდგა. გუნდმა მოიგო ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები, შესანიშნავად ითამაშა ორივე „ელ კლასიკო“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სტატუსი. ამის შემდეგ იყო მცირე ცავარდნა, რამაც „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა გამოიწვია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.“

„შემიძლია დავარწმუნო მარკო ასენსიო, რომ მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება, ის წარმატებას ეტაპობრივად მიაღწევს და საბოლოო ჯამში „ბლანკოსის“ ლიდერი გახდება. ესპანელი მხოლოდ 21 წლისაა, ამიტომ ბევრი მუშაობა მართებს.“

„მაშინ როდესაც ისკო ვიყიდეთ, ალარკონი განვითარებადი ფეხბურთელის სტატუსს ფლობდა, დღეს კი მსოფლიოს ვარსკვლავებს შორის თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. ის 25 წლის არის და კიდევ უფრო მოუმატებს.“

„კრიშტიანო მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე, გოლების გატანასა და ოქროს ბურთების მოგებაზე ფიქრობს. ის სუფთა სინდისის პატრონია და არანაირი დავალიანება არ აქვს, ყველაფერს მალე მოეფინება ნათელი.“

„სპორტული დირექტორის ცვლილებას არ ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს ეკონომიკურ-სპორტული განტოლება, რომელსაც ტექნიკური ტვინით უნდა შევხედოთ. ვალდანო? ის გენერალური დირექტორი იყო, თუმცა თანამდებობა წლების წინ დატოვა. მე მინდა გითხრათ, რომ ხოსე ანხელ სანჩესს დიდ პატივს ვცემთ.“

„„რეალში“ სიახლეების დანერგვასაც ვგეგმავთ. გვსურს, რომ კლუბში ქალთა ფეხბურთიც განვითარდეს და ევროპაში ქალების მიმართულებითაც წარმატებულები ვიყოთ.“

„გარეთ ბეილმა უკვე მე-18 ტრავმა მიიღო, რომლის მკურნალობასაც 10 დღეზე მეტი დასჭირდა. სამწუხაროდ, უელსელი ფეხბურთელი ძალიან ხშირად საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. ბეილმა კაკასავით გაგვიცრუა იმედი. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ბრაზილიელიც. რიკის ოქროს ბურთის მფლობელია, ის უდიდეს ტალანტს ფლობდა, მაგრამ „მერენგების“ რიგებში ვერ ითამაშა ისე, როგორც „მილანში“ გამოდიოდა. შარშან გარეთს უდიდესი დრო გაუცდა, ზიდანი გვარწმუნებს, რომ საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეუძლია. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ, ფეხბურთელს ხელი შევუწყოთ.“

„ესპანეთს ვერ წარმოვიდგენ კატალონიის გარეშე, ლა ლიგას კი „ბარსელონას“ გარეშე, ამიტომ ეს თემა ჩემთვის დახურულია.“

„მე არ ვიცი და არც ვინტერესდები, რა კომბინაციით მოხვდა კილიამ მბაპე „პსჟ“-ში. ფრანგული კლუბის მესვეურები ჩვენი მეგობრები არიან, ამიტომ მათ კრიტიკას არ დავიწყებ. იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს სატრანსფერო წესებს.“

„ის, რომ მბაპე „პსჟ“-ში გადავიდა, ალბათ მისთვისვე იყო კარგი. თამამად გეტყვით, კილიან „რეალში“ იმდენი დრო არ მიეცემოდა, რამდენიც პარიზში ეძლევა. მან არ დატოვა ქვეყანა და პროგრესის გზას ადგას, კილიანს წარმატებას ვუსურვებ.“ dle 10.1

  • Datuna
  • 19 ოქტომბერი 2017
  • 11417
  • 14

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)