ისკო:„მსურს საიდუმლო გაგიმხილოთ“

„ტოტენჰემთან“ მატჩის წინ ისკო ალარკონმა პრესკონფერენცია გამართა...


„ახლა გაცილებით ძლიერი ვარ, ვიდრე 5 წლის წინ. მადრიდის „რეალში“ უდიდესი გამოცდილება მივიღე, აქ ყოველდღიურად სიახლეები ინერგება.“

„თუ კარგად თამაშობ გაგაღმერთებენ, ხოლო თუ ინერტული ხარ უდიდესი კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაგატყდება თავს, ამიტომ უნდა ეცადო, რომ მუდამ მობილიზებული იყო.“

„ასენსიოს და სებალიოსის დრო აუცილებლად მოვა. მათ ვურჩევ, რომ მოთმინებით აღიჭურვონ და მაქსიმალურად გამოიყენონ ის შანსი, რომელსაც მწვრთნელი მისცემს.“

„მნიშვნელოვანია, რომ ზიზუ ყველა ტურნირზე ცდილობს მთელი კოლექტივის გამოყენებას. გადატვირთული კალენდარიდან გამომდინარე, მთავარ მწვრთნელს ხშირად უწევს როტაცია.“

„„მალაგას“ წარმატება ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იქნება, ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ. ამ მომენტისთვის „მალაგელები“ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ მჯერა, რომ ცხრილის ფსკერს თავს დააღწევენ.“

„პრობლემები რა თქმა უნდა არსებობს, რაც პირველ რიგში ტრავმირებული ფეხბურთელებიდან გამომდინარეობს.“

„კრიშტიანო რონალდუ ნამდვილი გოლეადორია, ის ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვან გოლებს იტანს.“

„„რეალთან“ ახალი კონტრაქტი იმიტომ გავაფორმე, რომ კლუბის სასტარტო შემადგენლობაში საკუთარ თავს ვხედავ, ახლა ჩემი დრო მოვიდა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო.“

„საიდუმლოს გაგიმხელთ, მე მაქვს რწმენა, რომელიც ყველა ფეხბურთელს ძალიან სჭირდება.“

„ლონდონელებთან მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, ამიტომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.“

„ოქროს ბურთი? კონკურენცია ძალიან დიდია, მაგრამ ვერავინ იტყვის, რა მოხდება მომავალში.“ dle 10.1

  • Datuna
  • 16 ოქტომბერი 2017
  • 7630
  • 5

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)