მადრიდი - ჩემი ისტორია

კრიშტიანუ რონალდუ The Player’s Tribune-ისათვის დაწერილ სტატიაში იხსენებს ბავშვობის ყველაზე ნათელ მოგონებებს და საუბრობს იმ ემოციებზე რომლებსაც მასში ფეხბურთელობა და მამობა იწვევს.


მეხსიერება ძლიერ მოგონებას ინახავს იმ დროიდან როცა 7 წლის ვიყავი. სურათი იმდენად ნათელია რომ ახლაც კი შემიძლია წარმოვიდგინო. ეს მე სითბოთი მავსებს. საქმე ჩემს ოჯახს ეხება.

ნამდვილი ფეხბურთის თამაში ახალი დაწყებული მქონდა. მანამდე უბრალოდ მადეირას ქუჩებში ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად. და როცა ვამბობ ქუჩას, ცარიელ გზას არ ვგულისხმობ. მხედველობაში ნამდვილი ქუჩა მაქვს. ჩვენ არ გვქონდა კარები და რამე, და ყოველ ჯერზე როცა მანქანები გამოივლიდნენ თამაში უნდა გაგვეჩერებინა. სრულიად ბედნიერი ვიყავი ყოველდღე ამის კეთებით, მაგრამ მამა კლუბ ‘’ანდორინაში’’ მუშაობდა და ახალგაზრდულ გუნდში თამაშზე მაგულიანებდა. ვიცოდი რომ ეს მას ამაყს გახდიდა, ამიტომაც მივედი.

პირველი დღე-უამრავი წესი რომელიც არ მესმოდა, მაგრამ ყველაფერი მომეწონა.

თამაშის სტრუქტურაზე და გამარჯვებაზე დამოკიდებული გავხდი. მამა დიდი წვერით, სამუშაო შარვალში გამოწყობილი, ყოველ მატჩზე მინდვრის ხაზს მიდგმა იდგა. მას ეს უყვარდა. მაგრამ დედასა და დებს ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებათ.ამიტომ,ყოველ საღამოს, ვახშამზე, მამა ცდილობდა ისინი დაერწმუნებინა რომ ჩემს სანახავად მოსულიყვნენ. თითქოს ის ჩემი პირველი აგენტი იყო. მახსოვს, მატჩების შემდგომ სახლში ვბრუნდებოდით თუ არა, ამბობდა, „კრიშტიანუმ გაიტანა!“ ისინი იტყოდნენ, „ვა, მაგარია“. მაგრამ, იცით, ეს მათ დიდად არ აღელვებდათ. შემდეგ ჯერზე სახლში დაბრუნდებოდა და იტყოდა, ‘’კრიშტიანუმ ორი გოლი გაიტანა!’’ კვლავ არანაირი აღფრთოვანება. ისინი უბრალოდ იტყოდნენ „ოჰ, ძალიან კარგია, კრის“ და რა შემეძლო გამეკეთებინა? უბრალოდ გატანას განვაგრძობდი.

ერთ ღამეს მამა სახლში დაბრუნდა და თქვა „კრიშტიანუმ სამი გოლი გაიტანა! ის დაუჯერებელი იყო! უნდა მოხვიდეთ და მისი თამაში ნახოთ!“ მაგრამ ისევ, ყოველი მატჩის დაწყებამდე ვიხედებოდი და იქ მხოლოდ მამა იდგა.

შემდეგ იყო ერთი დღე-ეს სურათი არასდროს დამავიწყდება-ვხურდებოდი, გავიხედე და დავინახე დედა ჩემს დებთან ერთად. ისინი ერთად ისხდნენ და გამოიყურებოდნენ, როგორ ვთქვა? მყუდროდ გამოიყურებოდნენ. ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ. ისინი არ ყვიროდნენ და ტაშს არ უკრავდნენ, მაგრამ ხელს მიქნევდნენ. თითქოს აღლუმში ვმონაწილეობდი. გამოიყურებოდნენ ისე, თითქოს ფეხბურთზე პირველად იყვნენ. მაგრამ ისინი იქ ისხდნენ და სხვა აღარაფერი მადარდებდა.

იმ მომენტში თავს ისე კარგად ვგრძნობდი. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. რაღაც თითქოს შეირხა ჩემში. მართლა ამაყი ვიყავი. იმ დროისთვის ბევრი ფული არ გვქონდა. მაშინ მადეირაში ცხოვრება ჭირდა. ვთამაშობდი ძმის ან ბიძაშვილების გამონაცვალი ძველი ბუცებით. მაგრამ როცა ბავშვი ხარ, ფულზე არ დარდობ. კონკრეტული გრძნობები უფრო განაღვლებს. და იმ დღეს ეს გრძნობები ძალიან ძლიერი იყო. თავი დაცულად ვიგრძენი, ვიგრძენი რომ ვუყვარდი. პორტუგალიურად ჩვენ ვამბობთ :menino querido da família.(ოჯახის საყვარელი ბავში)

ამ მოგონებებს ნოსტალგიით ვიხსენებ, რადგან ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი ცოტა ხანს გაგრძელდა. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, მაგრამ, ასევე, სახლს დამაშორა მანამ სანამ ამისთვის მზად ვიქნებოდი. 11 წლის რომ ვიყავი კუნძულიდან ლისაბონში, სპორტინგის აკადემიაში გადავედი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დრო.

ახლა რომ ვფიქრობ, ეს სიგიჟეა. ჩემი შვილი, კრიშტიანუ ჯუნიორი 7 წლის არის ახლა ამას რომ ვწერ. რომ წარმოვიდგენ როგორ ვიგრძნობდი თავს 4 წელიწადში მას ბარგს რომ ვულაგებდე და ლონდონში ან პარიზში ვუშვებდე, ჩემთვის ეს შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ ეს წარმოუდგენელი იყო ჩემი მშობლებისთვისაც. მაგრამ ეს ჩემი ოცნების ახდენი შესაძლებლობა იყო. ასე რომ, გამიშვეს და წავედი.

თითქმის ყოველდღე ვტიროდი. ისევ პორტუგალიაში ვიყავი მაგრამ ეს სხვა ქვეყანაში გადასვლის ტოლფასი იყო. მათი აქცენტი პორტუგალიურს უცხო ენად აქცევდა. კულტურაც განსხვავებული იყო. არავის ვიცნობდი და თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი. ფინანსების გამო, ჩემი ოჯახი ჩემს მონახულებას მხოლოდ 4 თვეში ერთხელ ახერხებდა. ისინი ისე მენატრებოდა რომ ყოველი დღე მტკივნეული იყო.

ფეხბურთმა წინსვლის საშუალება მომცა. ვიცოდი რომ მინდორზე ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი რაც აკადემიის სხვა ბავშვებს არ შეეძლოთ. მახსოვს პირველად როგორ გავიგე როცა ერთმა ბავშვმა მეორეს უთხრა: ‘’ნახე რა გააკეთა? ეს ტიპი მონსტრია.’’

ეს ყოველდღე მესმოდა. მწვრთნელებისგანაც კი. მაგრამ მერე ვიღაც ყოველთვის იტყოდა, „ჰო, მაგრამ დასანანია რომ ასეთი პატარაა“
და ეს სიმართლეა. გამხდარი ვიყავი, კუნთები არ მქონდა. ამიტომ 11 წლის ასაკში გადაწყვეტილება მივიღე. ვიცოდი რომ ტალანტი მქონდა მაგრამ გადავწყვიტე რომ ყველაზე მეტი მეშრომა. გადავწყვიტე რომ ბავშვივით თამაში დამესრულებინა. ვაპირებდი მევარჯიშა ისე, რომ მსოფლიოში საუკეთესო გავმხდარიყავი.

არ ვიცი ეს გრძნობა საიდან მოვიდა. ის უბრალოდ ჩემში იყო. ეს თითქოს შიმშილია რომელიც არასდროს ქრება. როცა მარცხდები, თითქოს ძალიან გშია, როცა იმარჯვებ თითქოს ისევ გშია, მაგრამ ნამცენები გაქვს ნაჭამი. ეს ერთადერთი ახსნაა რომლის მოძებნაც შემიძლია.

საცხოვრებლიდან ღამ-ღამობით გაპარვა და ვარჯიში დავიწყე. უფრო დიდი და სწარფი გავხდი. და მაშინ, როცა მოედანზე გავდიოდი-ადამიანები რომლებიც ჩემზე ჩურჩულებდნენ „ჰო, მაგრამ ასეთი გამხდარი რომ არის?“, მიყურებდნენ ისე, თითქოს სამყაროს დასასრული ყოფილიყოს.

როცა 15-ის ვიყავი, ვარჯიშზე ჩემს თანაგუნდელებს მივუტრიალდი. ეს ისე ნათლად მხსოვს. მე მათ ვუთხარი: „ერთ დღეს მსოფლიოში საუკეთესო გავხდები“. ისინი თითქოს იცინოდნენ ამაზე. მე სპორტინგი პირველ გუნდშიც კი არ ვიყავი, მაგრამ ამის მჯეროდა. ამას მართლა ვგულისხმობდი.

როცა პროფესიულად დავიწყე თამაში 17 წლის ასაკში, ნერვიულობის გამო დედა ძლივს უყურებდა ჩემს თამაშებს. José Alvalade-ს ძველ სტადიონზე მოდიოდა ჩემს სანახავად მაგრამ დიდი მატჩებში ისე ნერვიულობდა რამდენჯერმე გონებაც კი დაკარგა. სერიოზულად, გული წაუვიდა. ექიმებმა, საგანგებოდ ჩემი თამაშებისთვის მას დამამშვიდებლები დაუნიშნეს. მე ვეუბნებოდი „გახსოვს ის დრო, ფეხბურთი რომ არ განაღვლებდა?“

ვოცნებობდი მეტს და მეტს. მინდოდა ეროვნული ნაკრებისთვის მეთამაშა და მანჩესტერისთვის, რადგან ტელევიზორში გამუდმებით პრემიერ ლიგას ვუყურებდი. მონუსხული ვიყავი თამაშის ტემპით და სიმღერებით რომლებსაც გულშემატკივრები მღეროდნენ. ატმოსფერო ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. როცა მანჩესტერის მოთამაშე გავხდი, ძალიან ამაყი ვიყავი. მაგრამ ვფიქრობ, ეს მომენტი ოჯახს კიდევ უფრო მეტად ეამაყებოდა.

თავიდან ტიტულების მოგება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. მახსოვს როცა პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოვიგე მანჩესტერთან ერთად. საოცარი გრძნობა იყო. იგივე ეხება პირველ Ballon d’Or-ს. მაგრამ ჩემი ოცნებები თანდათან იზრდებოდა. სწორედ ამაშია ოცნების არსი, არა? მადრიდს ყოველთვის პატივს ვცემდი და ახალი გამოწვევა მსურდა. მინდოდა ტიტულების მოგება და რეკორდების დამხობა მადრიდთან ერთად. მსურდა კლუბის ლეგენდა გამვხდარიყავი.

8 წლის განმავლობაში მადრიდში საოცარ შედეგებს მივაღწიე. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ტუტულების მოგება ჩემს შემდგომ კარიერაში სხვა სახის ემოციას იწვევს. განსაკუთრებით უკანასკნელი ორი წლის მანძილზე. მადრიდში თუ ყველაფერს არ იგებ ხალხი ამას ჩავარდნად აღიქვამს. ეს არის მოლოდინი დიდებულობისა, ეს ჩემი სამუშაოა. მაგრამ როცა შენ მამა ხარ, ამას სულ სხვა გრძნობა აქვს. გრძნობა რომლის გადმოცემაც არ შემიძლია. მადრიდში ჩემი ყოფნა ამიტომ არის განსაკუთრებული. ვარ ფეხბურთელი, დიახ, მაგრამ ასევე ვარ მამაც.

ჩემს შვვილთან დაკავშირებით არის მომენტი რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.

როცა ამას ვიხსენებ, სითბოთი ვივსები.

ეს იყო მომენტი მოედანზე, მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ კარდიფში. იმ ღამეს ჩვენ ისტორია დავწერეთ. როცა მოედანზე ვიყავი, საფინალო სასტვენის შემდეგ ვიგრძენი თითქოს მსოფლიოს მესიჯი გავუგზავნე. მაგრამ შემდეგ მოედანზე ჩემი შვილი გამოვიდა ჩემთან ერთად გამარჯვების აღსანიშნად... თითქოს თითის გატკაცუნება იყო და მთელი ემოცია შეიცვალა. ის მარსელოს შვილთან ერთად დარბოდა. ჩვენ თასი ერთად გვეჭირა, შემდეგ კი მოედანზე ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით. ეს არის სიხარული რომელიც არ ვიცოდი მანამდე სანამ მამა გავხდებოდი. ერთმანეთში იმდენი ემოცია ირევა რომ გრძნობების გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ერთადერთი რასაც შემიძლია შევადარო ეს ემოცია, არის მომენტი როცა მადეირაში ვხურდებოდი და ტრიბუნაზე მსხდომი დედა და დები დავინახე ერთმანეთთან მიყუჟულები.

როცა აღსანიშნავად ბერნაბეუზე დავბრუნდით, კრიშტიანუ ჯუნიორი და მარსელიტო მოედანზე თამაშობდნენ ფანების თვალწინ. ეს ისეთი განსხვავებული სცენა იყო იმისგან როცა მე მის ასაკში ქუჩაში ვთამაშობდი, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩემს შვილს ისეთივე შეგრძნება აქვს რაც იმ დროს მე მქონდა- Menino querido da família.
მადრიდთან ერთად ჩატარებული 400 მატჩის შემდეგ, გამარჯვება კვლავ ჩემი საბოლოო ამბიციაა. ვფიქრობ, ასეთი დავიბადე. მაგრამ გრძნობა გამარჯვების შემდეგ ნამდვილად შეიცვალა. ეს ჩემი ცხოვრების ახალი თავია. მერკურიალის ახალ ბუცებზე სპეციალური წარწერა გავაკეთებინე, ზუსტად ქუსლთან, და ეს სიტყვები არის უკანასკნელი რასაც თასმების შეკვრამდე და ტუნელში გასვლამდე ვკითხულობ. ეს შეხსენებასავითაა, ფინალური მოტივაცია, აქ წერია: “El sueño del niño.” (ბავშვის ოცნება).
შესაძლოა ახლა თქვენ ხვდებით.

ბოლოს, ცხადია ჩემი მისია ისეთივეა რაც ყოველთვის იყო. მსურს მადრიდში რეკორდების დამყარება, ყველა შესაძლო ტიტულის მოგება. ეს უბრალოდ ჩემშია. მაგრამ ყველაზე მეტად რაც ჩემთვის მადრიდში გატარებული დროიდან ფასობს და რაზეც ჩემს შვილიშვილებს 95 წლის ასაკში მოვუყვები, ეს არის მოედანზე ჩემპიონის რანგში შვილთან ხელჩაკიდებული სიარული.

იმედი მაქვს ამას ისევ გავაკეთებთ.

სტატიის მოწოდებისთვის დიდი მადლობა ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებელს - Soney! dle 10.1

  • Hala
  • 7 ოქტომბერი 2017
  • 6018
  • 183

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)