ზიდანი:„სერიოზული რისკის ქვეშ ვართ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“

ზინედინ ზიდანმა „ესპანიოლთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ და ბერნაბეუზე არსებული წარუმატებელი სერია შევწყვიტეთ.“

„მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო მატჩებში ფეხბურთელებმა ტრავმები არ მიიღონ. 7 მატჩი გავმართეთ და 3 დღეში ერთხელ გვიწევდა მოედანზე გასვლა, რაც დიდ პრობლემებს უკავშირდება. მეორე ტაიმში ინტერტულობა დაღლილობამ განაპირობა.“

„ისკოს ნდობა მოპოვებული აქვს. ეს იგრძნობა, როგორც გუნდში, ასევე მადრიდის ქუჩებში, ის ძალიან საჭირო ფიგურაა.“

„არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ თამაშობს სხვა გუნდი, „რეალი“ საშინაო არენაზე ყოველთვის ფავორიტია.“

„სერიოზული რისკის ქვეშ ვართ და სიფრთხილე გვმართებს. ახლა სანაკრებო მატჩები იწყება. კარვახალის ესპანეთის ნაკრებში გამგზავრება გამორიცხულია, ბეილი უელსს შეუერთდება.“

„დანიელ კარვახალს ძალიან მძიმე პრობლემა არ აქვს, მაგრამ სერიოზულ დაკვირვებას საჭიროებს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მას აკრაფ ჰაკიმით ჩავანაცვლებთ, სხვა რესურსი ამ ეტაპზე არ გვაქვს.“

„ნაჩო ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ესპანელ ფეხბურთელს დაცვის ნებისმიერ წერტილში შეუძლია თამაში და ისეთივე ეფექტურია ფლანგებზე, როგორიც ცენტრში. დღეს ჰაკიმმა და ფერნანდესმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს.“

„ვაცნობიერებთ, რომ წელს უფრო რთული იქნება ტურნირების მოგება ვიდრე შარშან, ვინაიდან კონკურენცია გაიზარდა, თანაც ტიტულების დაცვა მოგვიწევს, მაგრამ გუნდს აქვს შესაბამისი რესურსი და ყველაფრისთვის მზად ვართ. თითოეული ფეხბურთელის გარჯით კმაყოფილი ვარ.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 ოქტომბერი 2017
  • 4539
  • 3

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)