ზიდანი:„„რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არც მე განვიხილავ, არც პრეზიდენტი“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მოხარული ვარ, რომ კრიშტიანო რონალდუ გვიბრუნდება, ის ბედნიერია, ძალიან ბედნიერი. პორტუგალიელი დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობს და საკუთარი გულშემატკივრების წინ სათამაშოდ ემზადება.“

„კრიშტიანო ამბიციურია და ეს გასაკვირი არ არის. კრისის და მესის საშემსრულებლო ოსტატობა ყველა აღემატება.“

„ნებისმიერ მეტოქეს შეგვიძლია მივაყენოთ ზიანი, თუ აგრესიული და ტემპიან ფეხბურთს ვითამაშებთ. „ანოეტაზე“ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. იმედი მაქვს, კიდევ უფრო კარგ შეხვედრას გავმართავთ.“

„„რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არც მე განვიხილავ და არც პრეზიდენტი. ახლა ამის დრო არ არის. მე ბედნიერი ვარ თითოეული წუთით, რომელსაც სამეფო კლუბში ვატარებ.“

„ჩემ გუნდს არასდროს უთამაშია 1:0-ზე და არც ხვალ ვაპირებთ ანალოგიური რამის გაკეთებას. ყოველთვის ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდი სხვაობა შევქმნათ და რისკები შევამციროთ.“

„გარეთ ბეილი ეფექტურია, როგორც მოკლე, ასევე დიდ მანძილზე. უელსელი ძალიან სწრაფად ჩქარდება და ყველა მეტოქეს საფრთხეს უქმნის.“

„გულშემატკივრები? ეს არის სამარცხვინო ჯგუფი, რომელიც მთელ ბერნაბეუს ცხებს ჩირქს, თუმცა კარგად ვიცით, რომ ამ ჯგუფის შემადგენლობა ძალიან მიზერულია.“

„დანი სებალიოსს აუცილებლად მივცემ შანსს. ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება. ახალგაზრდა ნახევამრცველს ნახევარდაცვის რამდენიმე წერტილში შეუძლია თამაში და ძალიან ჭკვიანი ფიგურაა.“

„კარვახალი ეტაპობრივად დაისვენებს. მან ძალიან ბევრი წთი დაჰყო მოედანზე, თუმცა ფიზიკური კონდიციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი დატვირთვა მივცეთ. მთელი სეზონის მანძილზე ვეცდები, რომ ესპანელი არ გადავღალო.“

„მთავარი მიზანი? რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს ხომ ყველაზე დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2017
  • 6007
  • 35

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)