ზიდანი:„როგორც იქნა, მოხდება ის, რასაც ამდენი ხანი ველოდით“

ზინედინ ზიდანმა „აპოელთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მოხარული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა იწყება, ეს ტურნირი ყოველთვის დიდ ინტერესს ვიწვევთ. მზად ვართ, ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ და ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ. პირველი რაუნდი გვიწევს გუნდთან, რომელსაც დიდი მოტივაცია ექნება, აქედან გამომდინარე, სრულ კონცენტრაციას ვახდენთ და ვეცდებით, პირველი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“

„ბუნებრივია, ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს იშვიათი მოვლენა არ არის. ზეწოლა, რომელიც ჩვენზე მოდის აბსოლუტურად გასაგებია. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მოქმედი ჩემპიონები პირველ დაპირისპირებას მოიგებენ.“

„როგორც იქნა მოხდება ის, რასაც ამდენი ხანი ველოდი. რონალდუ მოედანზე გავა და გუნდის დახმარებას შეძლებს. პორტუგალიელი შესანიშნავ კონდიციაშია. ვიმედოვნებ, დისკვალიფიკაციის დასრულების შემდეგ ის სულ ჩვენთან იქნება.“

„ბევრის გაკეთება შემიძლია და სწორედ ამიტომ ვუდგავარ სათავეში გუნდს, რომელსაც „რეალი“ ჰქვია. ფორვარდის დამატება? შესაძლოა, იანვარში გავძლიერდეთ.“

„ლა ლიგის მეორე და მესამე ტურში დაკარგული ქულები? ჩვენ არ ვცვლით სტილს. ჩავარდნა ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ყველაფერი აღმოფხვრადია, „რეალი“ სულ მალე აჩვენებს საკუთარ სტილს და ელფერს.“

„საბედნიეროდ, ვარანს თამაში შეუძლია, მარკო ასენსიო კი ინტენსიურად ვარჯიშობს.“

„ბორხა მაიორალი ხვალ ჩვენთან ერთად იქნება, ესპანელი ფორვარდის დახმარება ძალიან გვჭირდება, ვინაიდან ბენზემა ტრავმირებულია და წინა ხაზნში რესურსის გამოყენება აუცილებელია.“

„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სებალიოსი „რეალის“ ღირსებას იცავს, ის ახალწვეულია და მაქსიმალურად ცდილობს, ადაპტაცია დროულად გაიაროს. ესპანელ ნახევარმცველს დიდი პერსპექტივა აქვს.“

„მე არ მსურდა მორატას წასვლა, მაგრამ ესპანელმა ფორვარდმა მეტი სათამაშო დრო მოითხოვა. ალვაროს სასტარტოს გარანტიებს ნამდვილად ვერ მივცემდი, ჩემი პირობა კი მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, პატივი ვეცით ფორვარდს და მას ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლის საშუალება მივეცით.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 12 სექტემბერი 2017
  • 9382
  • 23

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (295)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)