ზიდანი, აწმყო და მომავალი

ზინედინ ზიდანი "el pais"-ის ჟურნალისტებს ესაუბრა. მადრიდის "რეალისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ სამეფო კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობასა და კლუბის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ზიდანის თქმით, ამჟამად "ბლანკოსის" საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა.


"მე 'ევროპის ლეიკოდისტროფიის ასოციაციის' წევრი ვარ საფრანგეთში, ჩვენ ამ დაავადებით დაზარალებულ ადამიანებს შეძლებისდაგვარად ვეხმარებით და სხვა მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ უკვე ბევრ ოჯახს დავეხმარეთ, უამრავი პატარა საკუთარ კერას დავუბრუნეთ. ვგრძნობ, რომ ამ ადამიანებისთვის კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია."

"კრიშტიანო რონალდო ძალიან ბევრს ვარჯიშობს, მას უნდა რომ იყოს საუკეთესო, ერთი და განუმეორებელი... ის ძალიან ადრე იღვიძებს, რონი უკვე 8 საათზე ვალდებებასას ბაზაზე მოდის და 2 საათის განმავლობაში მარტოდმარტო მუშაობს, ნამდვილი ვარჯიში კი მხოლოდ 10 საათზე იწყება. კრიშტიანო კარგი ბავშვია, მას ძალიან დიდი მომავალი აქვს. რონალდო მთელს მსოფლიოში ალბათ ყველაზე შრომისმოყვარე ფეხბურთელია."

"ყველაფერი ქუჩაში იწყება, მაშინ როდესაც ბავშვი თანატოლების გვერდით თამაშობს... ნიჭიერს ერთი შეხედვით ამოიცნობ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, თუ ადამიანს შრომა არ უყვარს, ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწევს. მეც იგივე გზა გავიარე, პატარაობიდანვე ბევრს ვვარჯიშობდი, ყოველთვის ოპტიმალურ ფორმაში ვიყავი და წარმატებისკენ მიმავალ გზას დაუღალავად ვეძებდი. ძიების პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს, მაგრამ ფარხმალი არ უნდა დაყარო, ადამიანი ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს ბრძოლას, მაშინვე უნდა გრძნობდე, რომ საუკეთესო ხარ. შეიძლება ფეხბურთს კარგად თამაშობდე, მაგრამ გულშემატკივრის კეთილგანწყობა თავხედობაში არ უნდა გადაიზარდოს, თორემ რაც არ უნდა კარგად იასპარეზო, არავის ეყვარები... მოქმედ ფეხბურთელებს ყოველთვის ერთ რჩევას ვაძლევ, იყავი პატიოსანი, მშრომელი, მონდომებული და ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ."

"ფეხბურთი ჩემი შემოსავლის წყაროდ არასდროს მიმაჩნდა, ამ თამაშით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. უნდა ვაღიარო, რომ ფეხბურთით ბევრი ფული ვიშოვე, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი სამართლიანი გზით მოვიპოვე. მე ისევე მინდა დავეხმარო ყველა პატარას, როგორც ეს წლების წინ ენცო ფრანჩესკოლიმ (ყოფილი ურუგვაელი ფეხბურთელი) გააკეთა, მან მე 15–16 წლის ასაკში უდიდესი ფინანსური დახმარება გამიწია... ახლა ზიდანს რომ ყველა იცნობს ეს მისი დამსახურებაა. "


ინფორამციის წყარო: Realmadrid.com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)