რეალი 4-3 რეიმესი
ისტორიული მატჩების ქრონიკა:
რეალი 4-3 რეიმსი
ვაგრძელებთ რეალის ისტორიულ მატჩებზე საუბარს. ამჯერად, თქვენს ყურადღებას
ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალზე გავამახვილებთ, სადაც მადრიდის რეალმა ფრანგული რეიმსი 4-3 დაამარცხა.
ჩემპიონთა თასის ძირითად პერიპეტიებზე რეალი-აინტრახტის მატჩის მიმოხილვისას ვისაუბრეთ. ახლად დაფუძნებულმა საკლუბო ტურნირმა ევროპაში დიდი ყურადღება მიიქცია. რეალმა, როგორც ამ ტურნირის დაარსების ერთერთმა მხარდამჭერმა(მაშინ ჩემპიონთა თასის დაარსებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა), გათამაშებაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.
ისტორიული მატჩების ქრონიკა:
რეალი 4-3 რეიმსი
ვაგრძელებთ რეალის ისტორიულ მატჩებზე საუბარს. ამჯერად, თქვენს ყურადღებას
ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალზე გავამახვილებთ, სადაც მადრიდის რეალმა ფრანგული რეიმსი 4-3 დაამარცხა.
ჩემპიონთა თასის ძირითად პერიპეტიებზე რეალი-აინტრახტის მატჩის მიმოხილვისას ვისაუბრეთ. ახლად დაფუძნებულმა საკლუბო ტურნირმა ევროპაში დიდი ყურადღება მიიქცია. რეალმა, როგორც ამ ტურნირის დაარსების ერთერთმა მხარდამჭერმა(მაშინ ჩემპიონთა თასის დაარსებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა), გათამაშებაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.
პირველი გათამაშება შემდეგი ფორმატით ჩატარდა: 16 გუნდი ფლეი-ოფის პრინციპით
ჩაერთო გათამაშებაში. პირველ ეტაპს, რომელიც 1/8-ის მსგავსი ფორმატით ჩატარდა
პირველი რაუნდი უწოდეს. აქ რეალის მეტოქე შვეიცარიული სერვეტი იყო. მადრიდელე-
ბმა 2 მატჩის ჯამში მეტოქე 7-0(2-0, 5-0) გაანადგურეს და 1/4-ფინალში გავიდნენ, სადაც
მათი მეტოქე ბელგრადის “პარტიზანი” იყო. აი რას იხსენებს იმ მატჩთან დაკავშირებით
ალფრედო დი სტეფანო თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში: “მადრიდში დიდებულად ვით-
ამაშეთ და 4-0 მოვიგეთ. ვერავინ იფიქრებდა თუ ასე გაგვიჭირდებოდა მომდევნო ეტაპზე
გასვლა. ხალხი მადრიდში უკვე გვილოცავდა 1/2-ფინალში გასვლას. როდესაც ბელგრა-
დში ჩავედით, მშვენიერი საფეხბურთო ამინდი იდგა, ოღონდ ეს მაშინ, როცა ჩავედით
ანუ თამაშის წინა დღეს. მეორე დღეს გავიღვიძე და ფანჯარაში გავიხედე. ირგვლივ
ყველაფერი თოვლით იყო დაფარული. მოედანზე როცა მივედით სტადიონის მწმენდა-
ვებს ის-ის იყო დაესრულებინათ საკუთარი სამუშაო. მოყინულ მოედანზე ძვლივს დავ-
რბოდით. მეტოქე კი პირიქით, - შეჩვეულიც კი იყო ამგვარ სათამაშო პირობებს. პირვე-
ლი ტაიმის შემდეგ, რომელიც პირწმინდად წავაგეთ, გასახდელში ბერნაბეუ შემოვიდა.
ფეხი ნატკენი მქონდა და ყინულში მედო. მომიახლოვდა და მითხრა, რომ ეს თამაში მე უნდა გადამერჩინა. თან “საეტა” მიწოდა.(საეტა ესპანურად ისარს ნიშნავს). პრინციპში, ამის შანსი მქონდა კიდეც, მაშინ როცა პარტიზანის კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან მივედი, თუმცა ექტორ რიალიმ მითხრა, რომ თავად სურდა დარტყმა. დავუთმე. რიალი გამოექანა და მთელი ძალით დაარტყა, თუმცა... მოყინულ მოედანზე ფეხი მოუსრიალდა და ბურთი კარს უკან მდგარ პოლიციელს გაარტყა. მახსოვს, ზოგმა გულშემატკივარმა მას დასცინა კიდეც. თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. 3-0 წავაგეთ, მაგრამ 1/2-ფინალში გასასვლელად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.”
რეალმა ბელგრადში 3-0 წააგო, თუმცა მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. 1/2-ფინალში ბლანკოსმა მილანი დაამარცხა (4-2, 1-2) და ფინალში მაშინ ევროპის ერთერთ უძლიერეს გუნდს, “რეიმსს” შეხვდა. ჯერ სტატისტიკური მონაცემები და მიმოხილვაზე შემდეგ გადავიდეთ.
რეალი 4-3 რეიმსი
გოლები: 0-1 ლებლონი(6), 0-2 ტემპლინი(10), 1-2 დი სტეფანო(14), 2-2 რიალი(30),
2-3 იდალგო(62), 3-3 მარკინტოსი(67), 4-3 რიალი(79).
რეალი: 1-ალონსო, 2-არტიენსა, 3-მარკინტოსი, 4-ლესმასი, 5-მუნიოსი(კაპ), 6-სარა-
გა, 7-ფერნანდესი, 8-რიბო, 9-დი სტეფანო, 10-რიალი, 11-ხენტო.
მწვრთნელი: ხოსე ვილიალონგა.
რეიმსი: 1-ჟაკუე, 2-ზიმნი, 3-ჯონკე(კაპ), 4-ჯირაუდო, 5-ლებლონი, 6-სიატკა, 7-იდა-
ლგო, 8-გლოვაცკი, 9-კოპა, 10-ბლიარდი, 11-ტემპლინი.
მწვრთნელი: ალბერტ ბატე.
თარიღი: 1956 წლის 13 ივნისი.
სტადიონი: პარკ დე პრენსი, პარიზი.
დასწრება: 38 239.
მსაჯი: არტურ ედუარდ ელისი(ინგლისი).
საწყის 10 წუთში რეალმა 2 გოლი გაუშვა და ფაქტობრივად განწირული იყო. რეიმსს
ფინალამდე თამაში წაგებული არ ჰქონდა(4 მოგება, 2 ფრე) და ვერავინ წარმოიდგენდა,
რომ ამ უპირატესობას ფრანგები ხელიდან გაუშვებდნენ. 15 წუთში დი სტეფანომ და რი-
ალმა ხენტოს ბრწყინვალე თამაშით ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმი თანაბრად მიმ-
დინარეობდა, თუმცა რეიმსმა კვლავ გაიტანა. შეუჩერებელი იყო დი სტეფანო, ისევე, როგორც რაიმონ კოპა, რომელიც საგოლე პასებს არიგებდა. იდალგოს გოლიდან 5 წუთში მარკინტოსმა ანგარიში გაათანაბრა. ხოლო მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ხენტოს გენიალური პასით ექტორ რიალმა რეალს გამარჯვება მოუტანა.
კვლავ ალფრედო დი სტეფანოს მოვუსმინოთ: “ფინალში კარგად ვითამაშე. მაშინ
ფრანგულ გაზეთში, ჟურნალისტმა გაბრიელ ანომ ასეთი რამ დაწერა, დი სტეფანომ ჩვენი ვარსკვლავი კოპა პირწმინდად დაჩაგრაო. ამას ვერაფრით დავეთანხმები. კოპა გენიალური ფეხბურთელი იყო და 3 წლის შემდეგ ის ბერნაბეუმ რეალში ტყუილად არ გადმოიყვანა.”
პირველი გათამაშება რეალის გამარჯვებით დასრულდა. ამის შემდეგ, სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ხუთჯერ მოიგო, რაც რეალის უამრავ რეკორდთაგან ერთერთია. და კიდევ, ისევე როგორც გლაზგო, რეალისთვის პარიზიც წარმატებული გა-
მოდგა. მადრიდული გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტად დე ფრანსზე კვლავ ითამაშა და კვლავ გაიმარჯვა(2000 წელს ვალენსიასთან 3-0), თუმცა ამჯერად 44 წლის
შემდეგ.
- 3 ივლისი 2009
- 3576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.