კარვახალი:„ის, რაც რონალდუს მიმართ განხორციელდა უსამართლოა“

დანიელ კარვახალმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„არ გვაინტერესებს, როგორ განვითარდა მოვლენები „ნოუ კამპზე“ და რა ანგარიში დაფიქსირდა ორი დღის წინ. ჩვენ ხვალ ვითამაშებთ საშინაო არენაზე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე კარგი გამოსვლა ჩვენი ვალია.“

„კატალონიური კლუბი ჩვენი მარადიული მეტოქეა. დარწმუნებული ვარ, ბერნაბეუზე დიდ ადრენალინს გამოვიმუშავებთ და „ბარსელონას“ ბრძოლას გამოვუცხადებთ.“

„კრიშტიანო რონალდუს მიმართ გატარებული ღონისძიებები უსამართლო და გადაჭარბებულია. პორტუგალიელი ფეხბურთელი რამდენიმე მატჩით გამოგვაკლდა, რაც პრობლემებს შეგვიქმნის. „რეალს“ ეს არ დაუმსახურებია.“

„გასაგებია, რომ მსაჯებიც ადამიანები არიან და შეცდომები მოსდით, მაგრამ მატჩისშემდგომი რეაგირება წარმოუდგენელი იყო.“

„ლუის სუარესს შესანიშნავ ფეხბურთელად მივიჩნევ. კამათი და დაძაბულობა, რომელიც მოედანზე იყო, იქვე დარჩა, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ.“

„ნეიმარი მსოფლიო დონის მოთამაშეა. ბუნებრივია, ბრაზილიელი „ბარსელონას“ დააკლდა, მაგრამ ამ კლუბს არაფერი ვარსკვლავი ჰყავს.“

„არ ვიცი, არის თუ არა საუკეთესო ეპოქა ჩემ კარიერაში, თუმცა ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის მიმეღწია. ჯერ ახალგაზრდა ვარ და მუშაობას განვაგრძობ.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 აგვისტო 2017
  • 2026
  • 2

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)