ზიდანი:„„რეალში“ ისწავლება ის, რასაც სხვაგან ვერ ისწავლი და გაიგებ“

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა


„ჩვენ ვიცით სად ვართ და რა კლუბის ღირსებას ვიცავთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა გასული 2 წლის მანძილზე ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ახლა ყველაზე დიდი მოტივაცია აქვს და სურს, რომ ტიტულები დაიცვას.“

„ყველა თვლის, რომ ამხელა წარმატების შემდეგ მოტივაციის ამაღლება რთულია, მაგრამ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, იდეალური გარემოა შექმნილი. გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ.“

„ევროპის სუპერთასი მოგებული მაქვს, როგორც ფეხბურთელს, ასევე როგორც გუნდის მთავარ მწვრთნელს. ვფიქრობ, გამოწვევა უნდა მივიღოთ და 8 აგვისტოს „იუნაიტედი“ დავამრცხოთ, ეს უნდა გახდეს საბოლოო წარმატების საფუძველი და შესანიშნავი სტარტი.“

„შარშან „სევილიასთან“ გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა და ყველა მატჩის ბოლოს გავარკვიეთ. იმედი მაქვს, ინგლისელებთან სურათი შეიცვლება და ქომაგებს ბევრს არ ვანერვიულებთ. შარშანდელი სუპერთასის შემდეგ ტრიუმფალური სვლა დავიწყეთ და საბოლოო ჯამში უამრავი ტიტული შევმატეთ ჩვენს მუზეუმს“

„იყო ჩაგდებული მატჩები, იყო შესანიშნავი დაპირისპირებები, რამაც შექმნა საბოლოო ერთობლიობა და „ბლანკოსმა“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ჩვენ გვჯეროდა საკუთარი ძალების, გუნდი დაბალანსებული იყო, ყველა ფეხბურთელს შანსი ეძლეოდა და იყენებდა კიდეც. ის, რაც „იუვენტუსთან“ ფინალში გავაკეთეთ ნამდვილი შოუ იყო, გუნდი სეზონის ბოლოს მოწოდების სიმაღლეზე იდგა, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით.“

„მადრიდის „რეალში“ ისწავლება ის, რასაც სხვაგან ვერსად ისწავლი და ნახავ, აქ რადიკალურად განსხვავებული პირობები და სიტუაციაა.“

„მომავალი სეზონის მთავარი მიზანი? გუნდმა ზედიზედ მესამედ უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 აგვისტო 2017
  • 3758
  • 3

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)