ზიდანი:„„ბარსელონასთან“ წაგების მიზეზი ძალიან მარტივია“

ზინედინ ზიდანმა პრე-სეზონის მესამე მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„კატალონიის „ბარსელონასთან“ წაგების მიზეზებზე ფიქრს აზრი არ აქვს, ვინაიდან ძალიან მარტივია. მადრიდის „რეალმა“ პირველი ტაიმი კატასტროფულად დაიწყო. გუნდი მოდუნებული იყო და სტარტზევე ორი გოლი გაუშვა. დამეთნხმებით, ამხელა სხვაობის აღმოფხვრა იოლი არ არის, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. საერთო ჯამში ცუდად არ გვითამაშია, უამრავი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლად მხოლოდ ორი მათგანი გარდავსახეთ.“

„თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამდენი მომენტის გამოუყენებლობა არ შეიძლება. გასაგებია, რომ კატალონიელებმაც ბევრი შეტევა გააფუჭეს, მაგრამ მე არ ვსაუბრობ სხვის პრობლემებზე, ჩემთვის მთავარი საკუთარი გუნდის დალაგებაა. „რეალმა“ აჩვენა როგორც კარგი, ასევე ცუდი თამაში.“

„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა მართლაც საოცარი იყო. მათ 10-იდან 10 ქულით ვაფასებ.“

„მუშაობა გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ზედიზედ სამი შეხვედრის წაგება კარგია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ „რეალმა“ გარკვეული კონტურები გამოსახა და 8 აგვისტოსთვის სრულფასოვან ფეხბურთს ითამაშებს. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი საზრუნავი სწორედ მანჩესტერ „იუნაიტედთან“ პაექრობა გახლავთ.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 ივლისი 2017
  • 8483
  • 18

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)