ზიდანი:„მოურინიომ იცის, თუ როგორ ეთამაშოს „რეალს“, „იუნაიტედს“ უპირატესობა აქვს“

ზინედინ ზიდანმა მანჩესტერ „იუნაიტედთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„უკვე 10 დღეა შევიკრიბეთ და ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. გუნდი ბევრს შრომობს და შედეგებსაც აუცილებლად მივაღწევთ. მოურინიოს გუნდს ერთი უპირატესობა აქვს, ეს კოლექტივი პრე-სეზონზე მეოთხე პაექრობას გამართავს, ჩვენ კი პირველს, რაც თავისთავად აღსანიშნავია.“

„მიხარია, რომ არავინ დაშავებულა. კარგია, რომ ეს არ მოხდა, რადგან გუნდს ნორმალური წვრთნის საშუალება ეძლევა. ყველა ფეხბურთელი მიიღებს შანსს, არ აქვს მნიშვნელობა სასტარტო შემადგენლობას.“

„მოხარული ვარ, რომ შესანიშნავი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც ახლა მოვიდნენ გუნდში, მათში დიდ პოტენციალს ვხედავ და მჯერა, რომ მწვერვალებს დაიპყრობენ.“

„არ გამოვრიცხავ, გუნდი კიდევ დატოვოს ერთმა ან რამდენიმე მოთამაშემ. საკმაოდ ბევრი ვართ, თუმცა ამაზე ახლა არ ვფიქრობ.“

„დანილო? ბრაზილიელი კოლექტივთან ერთად არის, რა მოხდება მომავალში, ყველა ვნახავთ.“

„მორატას წასვლამ ყველას გული დაგვწყვიტა, მაგრამ ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო. ესპანელი ფორვარდი „ჩელსიში“ შესანიშნავად ითამაშებს.“

„კილიან მბაპე? სანამ „ბლანკოსი“ ცოტა მაინც არ შეცარიელდება ახალი ფეხბურთელებით დამატებაზე ვერ ვიფიქრებთ. ახლა 28 მოთამაშეა ჩემ განკარგულებაში და ვთვლი, რომ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს. კილიანის ტრანსფერის შემთხვევასი გუნდის შეტევითი პოტენციალი ძალიან გაიზრდება, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, ვინაიდან მოურინიოს გუნდთან გველის პაექრობა.“

„მორატას შემცვლელზე საუბარი ადრეა. ჩემი გადაწყვეტილებით, გუნდს ბორხა მაიორალი დაუბრუნდა, ის პრე-სეზონში „ბლანკოსთან“ ერთად იქნება, შემდეგ კი გადაწყვეტილებას მივიღებთ.“

„დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც შტატებში მრავლად გვყავს.“

„კრიშტიანო რონალდუ მშვიდად არის, ის შვებულებაშია და ცდილობს განიტვირთოს, მასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიელი ფეხბურთელი „ბლანკოსის“ ღირსებას მინიმუმ 2-3 წლის მანძილზე დაიცავს.“

„სერიოზული გამოწვევები გვაქვს. თუნდაც „იუნაიტედთან“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, თუმცა ეს 8 აგვისტოს იქნება და არა ახლა. მოტივაცია არ გვაკლია და ვცდილობთ, კარგად მოვემზადოთ.“

„ტეო ერნანდესი გუნდთან ერთად არის და სრულასოვან დატვირთვას იღებს. ვცდილობთ, მისი ადაპტაცია დროულად მოხდეს.“

„ხამესს „ბაიერნში“ წარმატებას ვუსურვებ, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.“

„შტატებში ფეხბურთი ძალიან განვითარდა. მოხარული ვარ, რომ საუკეთესო ფეხბურთელებთან შერკინება მოგვიწევს, გულშემატკივარი დიდ სანახაობას იხილავს.“

„ბეილი პრე-სეზონს სრულფასოვნად გადის. წინა წლებში უელსელს პრობლემები ჰქონდა და სეზონის სტარტს სასურველ კონდიციაში ვერ ხვდებოდა. ვფიქრობ, ნაყოფიერი პრე-სეზონი გარეთს მისცემს იმის საშუალებას, რომ მაღალ დონეზე იასპარეზოს.“

„მოურინიომ იცის „რეალთან“ თამაში. ეს ადამიანი დედაქალაქურ კლუბს 3 წლის მანძილზე წვრთნიდა. ვგონებ, რთული პაექრობა გველის.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ივლისი 2017
  • 7196
  • 10

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)