სებალიოსი:„„რეალის“ მაისურს ყველა ვერ ატარებს“

დანი სებალიოსმა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...


„ყველას აქვს ის იღბალი, რომ მადრიდის „რეალის“ მაისური ატაროს, ეს ძალიან დიდი სიამაყე და ამასთანავე პასუხისმგებლობაა.“

„როდესაც „რეალის“ წარმომადგენლობა დამიკავშირდა და კონტრაქტი შემომთავაზა, ძალიან გახარებული ვიყავი და გადავწყვიტე, რომ „ბლანკოსის“ მაისური მომერგო.“

„ამაყი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის 24 ნომრიანი მაისური ჩავიბარე.“

„გამოწვევებს და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ვთვლი, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად შესაძლებლობების გამოვლენას შევძლებ.“

„ვთვლი, რომ მოდრიჩი და კროოსი მისაბაძი ფეხბურთელები არიან. იმედი მაქვს, მათ დონემდე ოდესმე მივალ.“

„ზინედინ ზიდანისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მაქსიმალურად ვეცდები, ყველა დარიგება მოვისმინო და გავითვალისწინო.“

„არაფრის შიში არ მაქვს. ვიცი, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი ბრძოლა მომიწევს, მაგრამ მწვრთნელი აუცილებლად მომაქცევს ყურადღებას.“

„დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი მეგობრებისგან, ნათესავებისგან და მარკო ასენსიოსგან. ჩემი თანამემამულე მადრიდზე ბევრს მიყვებოდა და მაფრთხილებდა, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა, ვინაიდან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში შემეძლო.“

„სერხიო რამოსი გუნდში მოსვლის დროს სულ რაღაც 19 წლის იყო, მან ეპოქა შექმნა. ძალიან გამიხარდება, თუ რამოსის გზას გავიმეორებ.“

„მორატას წასვლა? ვფიქრობ, ეს მისი გადაწყვეტილება იყო. სატრანსფერო საკითხებზე საუბარი ნამდვილად არ შემიძლია, რადგან ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 ივლისი 2017
  • 3339
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)