მარსელო წუხს, რომ ვერ ითამაშებს ლიონთან

სამეფო კლუბის ახალგაზრდა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მარსელომ განაცხადა, რომ დამწუხრებულია. მოგეხსენებათ მან საფრანგეთში თამაშის დროს ყვითელი ბარათი მიიღო, ეს იმ თამაშში რიგით პირველი იყო, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ახალგაზრდა ბრაზილიელს უკვე ჰქონდა ერთი გაფრთხილება მიღებული. ჩემპიონთა ლიგის წესების მიხედვით კი 2 ყვითელი ბარათი, ერთი მატჩის გამოტოვების ტოლფასია. მარსელომ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...


"ძალიან მსურდა ლიონთან საკუთარ კედლებში თამაში, თუმცა დისკვალიფიცირებული ვარ, ეს მართლაც ძალიან სამწუხაროა. მსურს დავეხმარო გუნდს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბის ჩემს გარეშეც მოიპოვებს ლიგის 1/4 ფინალის საგზურს".

"ჩემს გარდა მანუელ პელეგრინის უამრავი უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს და რეალი ერთ კაცზე არასდროს ყოფილა დამოკიდებული, ჩემი შემცვლელი მოიძებნება და ყველაფერი კარგად იქნება".

"ლიონთან რთული მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას, რადგან თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, ამ სტადიონზე კი მხოლოდ "ბლანკოსი" აღწევს წარმატებას, 10 მარტი რეალის დღე იქნება, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ წარმატებას". dle 10.1

  • Hala
  • 26 თებერვალი 2010
  • 1923
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (191)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)