რონალდო: იმედი მაქვს კიდევ მომიწევს რუნისთან ერთად ერთ გუნდში თამაში

რუნი ყოველთვის საუკეთესო იყო...


კრიშტიანო რონალდომ კიდევ ერთხელ გამოხატა სურვილი საკუთარ გუნდში იხილოს ინგლისელი.

"მე ვიცი რაც შეუძლია რუნის, ის ყოველთვის ძლიერი იყო, და არა მხოლოდ ამ სეზონში, არ ვეთანხმები იმათ ვინც თვლის, რომ შრეკი წელს უფრო ძლიერია. იგი მუდამ ესეთი იყო. დიდი იმედი მაქვს კიდევ მომეცემა მასთან ერთად ერთ კლუბში თამაშის საშუალება, რატომაც არა? ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ხშირად ესაუბრება თავის ყოფილ თანაგუნდელებს და სერ ალექს ფერგიუსონსაც.

"მე დროდადრო ვეკონტაქტები ალექს ფერგიუსონს, აგრეთვე ურთიერთობა მაქვს ფერდინანდთან, ნანისთან და პატრის ევრასთან."

ამასთან პორტუგალიელმა ჟურნალისტებს უარი უთხრა მისი და ყოფილი მწვრთნელის საუბრის შინაარსის გამხელაზე:

"ეს ჩვენი პირადულია"

აგრეთვე რონალდომ ისაუბრა ლა-ლიგისა და პრემიერ-ლიგის განსხვავებაზე, თან აპრილის ელ-კლასიკოზეც გააკეთა კომენტარი.

"მე მოთმინებით ველოდები მატჩს ბერნაბეუზე "ბარსელონას" წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ თავისუფლად შეგვიძლია ლა-ლიგის მოგება.

"ესპანეთის ჩემპიონატი განსხვავდება ინგლისის პირველობისაგან. ალბიონზე დიდ ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას აქცევენ, ხოლო ლა-ლიგაში ტექნიკაზე კეთდება აქცენტი. ბრიტანეთში როცა თამაში არ მიმდიოდა ტრიბუნებიდან მისტვენდენ, მაგრამ მე ეს უფრო ძლიერს მხდიდა და უკეთ თამაშში მეხმარებოდა."


ინფორმაციის წყარო:Goal.com dle 10.1

  • Gio
  • 26 თებერვალი 2010
  • 2260
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)