რონალდუ: "ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები"

სამეფო გუნდის მეგა-ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მცირე ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთ გამოცემასთან.


"გუნდი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე.გიგანტ კლუბებში ერთ პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე მოდის.სწორედ ამგვარი მექანიზმია მადრიდის "რეალშიც," როდესაც ვინმე უძლურია მის ნაცვლად სათამაშოდ სრულფასოვანი შემცვლელი გამოდის."

"სეზონის დებიუტში ტრავმა მივიღე და რამდენიმე კვირა გამიცდა.მიუხედავად ამისა, ჩემი პრიორიტეტია ყველა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენა.ძალიან მიხარია, როდესაც ჩემ თამაშს გუნდისათვის წარმატება მოაქვს.დავსძენ, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი ვარ და ჩემი მიზანი მხოლოდამხოლოდ გამარჯვების მოპოვება.ასევე ნიშანდობლივია, რომ ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო, როდესაც მოედანზე ვარ, არ აქვს მნიშვნელობა ეს პორტუგალიის ნაკრებში იქნება, სამეფო გუნდში, თუ სხვაგან."

"არსებობს უამრავი სათამაშო ასპექტი, რომელიც გამოსასწორებელი მაქვს.კონკრეტულად გეტყვით, რომ ბოლომდე კმაყოფილი არა ვარ ჩემი სიჩქარით, სტანდარტების შესრულებითა და მარცხენა ფეხის თამაშით.მადრიდის "რეალი" კი ის ადგილია, სადაც შესაძლებელია გამოასწორო როგორც საფეხბურთო, ასევე ადამიანური თვისებები."

"გასულ ტურში გატანილი გოლი, მშობლიურ ქალაქს მივუძღვენი.მე ძალიან მიყვარს მადეირა, შესაბამისად იქ მომხდარმა კატასტროფამ ძალზედ დამწყვიტა გული.ჩემი ჟესტით უბრალოდ მხარდაჭერა გამოვხატე თანაქალაქელების მიმართ."

"ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, ხალხისაგან მინდა გავიგო, რომ ფანტასტიური ფეხბურთელი ვიყავი.ჩემი ოცნებაა, მსოფლიო ფეხბურთში საკუთარი კვალის დატოვება." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)