Setanta Sports Georgia ახალ სეზონს ახალი TOP ჩემპიონატებით ხვდება

20 ივნისს, 18:00 საათზე სასტუმრო Rooms-ში, სპორტული ტელეკომპანიის, Setanta Sports Georgia-ს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სპორტის გულშემატკივრისათვის სასიამოვნო სიახლეები გაჟღერდა.


კერძოდ: მომავალი სეზონიდან Setanta Sports Georgia არსებულ კონტენტებთან ერთად (იტალიის Seria A, გერმანიის Bundesliga, საფრანგეთის Ligue 1, ბელგიის Pro League, შოტლანდიის SPFL, ინგლისის თასი FA Cup, ინგლისის თასი EFL Cup, Rugby Top 14, Formula 1, Formula E, NHL, WCQ 2018 (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) და UFC) მაყურებელს NBA-ს ტრანსლაციასაც შესთავაზებს. ასევე გაფორმდა ახალი კონტრაქტი Rugby Top 14-თან, რის საფუძველზეც ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება უყუროს მამუკა გორგოძესა და ყველაზე წარმატებული ქართველი მორაგბეების საკლუბო ასპარეზობას 3 წლის მანძილზე ექსკლუზიურად Setanta Sports Georgia-ს საშუალებით.

გარდა აღნიშნული კონტენტებისა, ტელეკომპანია ექსკლუზიურად აჩვენებს International Cup-ის ტურნირს, რომელიც 18-30 ივლისს გაიმართება. ტურნირში მონაწილეობენ მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „იუვენტუსი“, პსჟ, „მანჩესტერ სიტი“, „რომა“ და „ტოტენჰემი“. კატალონიური კლუბი, ამ ტურნირის ფარგლებში, "რეალს", "იუვენტუსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდება. ამ თამაშების ხილვა კი სწორედ Setanta Sports Georgia-ზე შეგეძლებათ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშული სიახლეები გამოწვეულია ზაზა ფაჩულიას, მამუკა გორგოძისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ სხვა წამყვანი ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობით.

დამატებით Setanta Sports Georgia-მ ექსკლუზიური უფლება ბუნდესლიგის ტრანსლაციაზეც მოიპოვა, რომელსაც საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ადევნებს თვალს.

ასევე ტელეკომპანია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ნებისმიერ სპორტის ფედერაციათან და დაეხმაროს ქართველ სპორტსმენებს პოპულარიზაციაში და წვლილი შეიტანოს მათი წარმატების მიღწევაში.

Setanta Sports Georgia არის ქართული ტელეკომპანია, რომელიც ახდენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედია ჰოლდინგის, Setanta Sports-ის, მაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული კომენტარით. dle 10.1

  • Hala
  • 21 ივნისი 2017
  • 4194
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)