ფლორენტინო: "აუცილებლად დაველაპარაკები კრიშტიანოს"

ფლორენტინო პერესი მეხუთეჯერ შეუდგა "მადრიდის რეალის" პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. გთავაზობთ მის ინტერვიუს გამომცემლობა MARCA-სთან, სადაც მან მის გეგმებზე, კლუბში არსებულ პრობლემებზე და სხვა ბევრ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.


2000 წელს ის აირჩიეს "მადრიდის რეალის" პრეზიდენტად. 17 წლის შემდეგ კი უკონკურენტოდ გახდა კლუბის პრეზიდენტი.

17 წლის წინ მე ჩემი თავი წარვადგინე კლუბის პრეიზიდენტობისთვის კანდიდატურად და გავხდი "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი. 17 წლის მანძილზე შეიცვალა , როგორც "მადრიდის რეალი", ასევე თავად საზოგადოება.

რას გრძნობთ განვლილი წლების შემხედვარე?

ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მე პრეზიდენტად ჩემი კანდიდატურა დავაყენე, რადგან კლუბი იყო მძიმე ეკონომიკური პრობლემის წინაშე და გვქონდა საშიშროება, რომ პარტნიორებს/სოციოებს დაკარგვოდათ სურვილი ეს კლუბი ყოფილიყო მათ მფლობელობაში. ჩემი ყველაზე მთავარი მიღწევა სწორედ ისაა, რომ "მადრიდის რეალმა" შეინარჩუნა ყველა პარტნიორი.

როგორ მოახერხეთ ეკონომიკური შტორმის შეჩერება?

ამისთვის ჩვენ ხელახლა გავატარეთ სანტიაგო ბერნაბეუს რეფორმა. თუ მოიყვან ძვირადღირებულ ფეხბურთელებს, დიდ შემოსავალსაც მიიღებ და შეგეძლება დამატებით ფეხბურთელების შეძენა. ეს იყო ეკონომიკური მოდელი, რომელიც ბერნაბეუმ გვასწავლა 50-იან წლებში. ზარალიდან კლუბმა შემოსავლის ზრდისკენ, შემდეგ მოგების მიღებისკენ დაიწყო განვითარება, რამაც მოგვიტანა ეკონომიკური სტაბილურობა, ხოლო შემდეგ უკვე სპორტული სტაბილურობა. ამჟამად ვახდენთ ჩვენი სისტემის დახვეწას, ვინაიდან უკვე გამოჩნდნენ კლუბები, რომლებსაც უზარმაზარი ფინანსური რესურსები გააჩნიათ, რაც ადრე არ იყო. უნდა ვიზრუნოთ კლუბის იმიჯზე, ვინაიდან ის სოციოების საკუთრებაა. ჩვენ ვწერთ ისტორიას 115 წლის მანძილზე და გვინდა კიდევ დიდხანს გავაგრძელოთ ეს.

სანამ ფლორენტინო პერესი იქნება?

სანამ სოციოებს ენდომებათ და სანამ მათ ექნებათ ძალაუფლება.

ამჟამად ყველაზე პრიორიტეტული საქმე

მსოფლიო ფეხბურთი გახდა უფრო კონკურენტუნარიანი და რთული. სპორტული პროექტი უკვე სხვა მიმართულებით უნდა განავითარო. მიდგომა გვაქვს, რომ გავაახალგაზრდავოთ გუნდი, ბრწყინვალე პროექტი გვაქვს დაწყებული, რაც გარანტიაა ჩვენი მომავლისთვის.

ფლორენტინო: "აუცილებლად დაველაპარაკები კრიშტიანოს"


ამბობენ, რომ არ არსებობდა სპორტული მოდელი

სპორტული მოდელი სწორედ ისაა, რაც სანტიაგო ბერნაბეუმ და დი სტეფანომ გვასწავლეს და სწორედ მან მისცა "მადრიდის რეალს" საშუალება ლეგენდარული კლუბი გამხდარიყო. რა იყო ჩემი დამსახურება? იმის გარანტიის მიცემა, რომ 2000 წელს, როცა არ იყო ფული, ეს ტრანსფერები განგვეხორციელებინა. მათ გვასწავლეს და მე მქონდა განცდა, რომ შემეძლო მათი ამ ნასწავლის გამოყენება არსებული ფულით და სწორი მენეჯმენტით.

ბერნაბეუზე საუბრობთ , როგორც თქვენს კუმირზე, თითქოს მას ედრებით...

ბერნაბეუმ დაგვიტოვა ის ლეგენდა, რომელსაც ჩვენ "მადრიდის რეალის" სახელით ვიცნობთ. უკეთესი გავხდით თუ არა? შეიძლება ეჭვი შეგეპაროს მოდელის სისწორეში, მაგრამ სწორედ მისი წყალობით ვახერხებთ იმის გაკეთებას , რასაც ვაკეთებთ და ვწერთ ისტორიას. არის მოსაზრება, რომ ფლორენტინო კარგია ეკონომიკური კუთხით, მაგრამ არა სპორტული თვალსაზრისით. ეს აბსურდია, ვინაიდან ეკონომიკა და სპორტი დღეს ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. დიდი ფეხბურთელები, დიდი შემოსავლები. დღეს, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ მოდელს ვარგებთ არსებულ გამოწვევებს.

და მოულოდნელად წამოტივტივდა კრიშტიანო რონალდუს თემა და ის, რომ რონალდუ თავს არაკომფორტულად გრძნობს. არსებობს გამოსავალი?

ვაპირებ, რომ მას დაველაპარკო. ჯერ არ მისაუბრი. არ გვინდა შევაწუხოთ, ვინაიდან ეროვნულ ნაკრებში გამოდის. გარდა იმისა, რაც დაიწერა და ითქვა, არაფერი არ ვიცი. ვფიქრობ, რომ კრიშტიანოს ცუდად მოექცნენ და ამაში მას ვეთანხმები. ზოგიერთმა მედიის წარმომადგენელმა ყველაფერი გააკეთა მის დამნაშავედ გამოსაყვანად, რაც მისი დონის პროფესიონალის პრესტიჟისთვის, სიმართლე რომ გითხრათ, ცუდად მისაღებია. უდანაშაულობის პრეზუმფცია არავინ არ გაითვალისწინა.

თუ მისი გაბრაზება და ყველაფერი ის, რაც დაიწერა, სიმართლე გამოდგა, კლუბს რა პოზიცია ექნება?

ამ ცხოვრებაში ყველაფერზე დალაპარაკება შეიძლება და დილოგით პრობლემების მოგვარება. მშვენიერი ურთიერთობა მაქვს კრიშტიანოსთან და ვნახოთ რა გამოვა. კლუბის და ფეხბურთელის გამიჯვნა რომ არ გამომივიდეს მინდა განვმარტო, რომ კლუბის წევრები ასრულებენ პირნათლად საგადასახადო ვალდებულებებს და დარწმუნებული ვართ, რომ ფეხბურთელს ჰქონდა სურვილი შეესრულებინა საგადასახადო ვალდებულება.

ფლორენტინო: "აუცილებლად დაველაპარაკები კრიშტიანოს"


არ ვიცი გადასახადების საკითხი თქვენსავით, მაგრამ ველაპარაკეთ ფირმას, რომელიც რონალდუს ინტერესებს იცავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა ის პრემიერ ლიგაში გამოდიოდა, მას ჰქონდა ისეთივე კორპორატიული სტრუქტურა თავისი საიმიჯო უფლებების ექსპლუატაციაზე, როგორც აქვს აქ. ფეხბურთელს, რა თქმა უნდა, არასდროს არ დაუმალავს გადასახადები, რომლებიც მიიღო საიმიჯო გაყიდვებით და მუდმივად ადეკლარირებდა შემოსავლებს. დამალვის ფაქტი არ არსებობდა. არ ვიცი, არსებობს თუ არა რამე შეუსაბამობა, მაგრამ თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ ყველაფერი უზენაეს სასამართლოში გადაწყდება.

თუ შესაბამისი შეთავაზება მიიღეთ მასთან დაკავშირებით, რას იზამს კლუბი?

არანაირი შეთავაზება არ გვაქვს და ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ რონალდუ "მადრიდის რეალის" ფეხბურთელია და გააგრძელებს კლუბში ყოფნას. ასეთი რამ ყველას ემართება. არანაირი შემოთავაზება არ გვაქვს.

რას ფიქრობთ იმ სტვენაზე, რაც ბერნაბეუზე ისმის?

ეს კიდევ ერთი საკითხია , რომელიც უნდა მოგვარდეს. თუ გვაქვს იმის განცდა, რომ ფეხბურთელები და ეს კლუბი ჩვენი ოჯახის წევრები არიან, მაშინ არ არის ნორმალური, როცა ვინმეს უსტვენ. არ არის ნორმალური ოჯახის წევრისთვის სტვენა. ვაპირებ მუშაობას, რომ ეს არ მოხდეს,მიუხედავად იმისა, რომ ასე სულ მცირე ჯგუფი იქცევა.

ცალკე საკითხია მოთხოვნა, რაც ძალიან კარგია , ვინაიდან ყველას გვინდა უფრო მეტი, მაგრამ არაა აუცილებელი ქვების სროლა ჩვენივე სახლისთვის. სხვა მედიის და ჯგუფების წარმომადგენლები ამისგან სარგებელს ნახულობენ. სწორედ ამას ითხოვდა რონალდუ და ამას ვითხოვ მეც. მაგრამ მე მგონია, რომ ის ყველაზე გულგატეხილი მაინც მისი კრიმინალად და დამნაშავედ მოხსენიების გამოა. ესაა ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ფეხბურთისთვის, მადრიდის რეალისთვის და ზოგადად ხალხისთვის. ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ.

კონფლიქტი მალე მოგვარდება?

ამჟამად კონფედერაციის თასი მიმდინარეობს. ივნისის თვეა. მას არაფერი არ უთქვამს საჯაროდ, მეც მხოლოდ ის ვიცი, რაც მედიაში ითქვა და დაიწერა. მოთმინება ვიქონიოთ და ყველაფერი გაირკვევა.

სამი ჩემპიონთა ლიგა ოთხი წლის მანძილზე, საიდანაც ორი ზედიზედ. ამის შემდეგ რამდენად შეიძლება სპორტულ საკითხებში ეჭვის შეტანა?

დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ სპორტულ მოდელს, კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ. გვყავს რამოდენიმე ბრწყინვალე ახალგაზრდა ფეხბურთელი და ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში საუკეთესო ფეხბურთელები გვეყოლება. ეხლა არაა აუცილებელი 200 მლნ.-ის დახარჯვა , ეხლა უნდა ეძებო ახალგაზრდები მათ კლუბებში, მათ ჯგუფებში. გვყავს გუნდი, რომელიც მუშაობს და ეძებს ვინიციუსს, ფედე ლევერდეს, სენსიოს, ვალეხოს ან თეოს. უნდა ვკვებოთ კლუბის მომავალი ასეთი ტიპის ფეხბურთელებით.

როგორ მუშაობს სპორტული მიმართულების სტრუქტურა?

სპორტული მიმართულება, რომლეზეც ასე ბევრს ლაპარაკობენ, გაერთიანებულია და მუშაობს ვალდანოსთან ერთად. სპორტული მენეჯმენტს ხელმძღვანელობს ხოსე ანხელ სანჩესი და ამის შემდეგ გვყავს ფეხბურთის მიმართულება , რომელიც რამონ მარტინესს აბარია და კალათბურთის მიმართულება, რომელზეც ხუან კარლოს სანჩესი მუშაობს. ორივე მათგანი კარგ სამუშაოს ასრულებენ. ასევე ფეხბურთის მიმართულებაში არის ხუნი სალაფატი, რომელიც ფენომენალურ სამუშაოს სწევს ახალგაზრდა ფეხბურთელების მოზიდვის კუთხით.

ფლორენტინო: "აუცილებლად დაველაპარაკები კრიშტიანოს"


რაულს მოუწევს ამ სტრუქტურაში ჩართვა?

რა თქმა უნდა, ის ამჟამად ეცნობა კლუბს და ხოსე ანხელ სანჩესის ხელმძღვანელობით ყველა სფეროს გაიცნობს. კლუბი ძალიან გაიზარდა და ახალი ცოდნა საჭიროა. როცა ყველაფერს ნახულობ, შეგიძლია იმის გადაწყვეტა, თუ რა გინდა მომავალში. როგორც ზიდანმა გააკეთა, რომელმაც გაგვაოცა , როცა გვითხრა, რომ მწვრთნელობა სურდა. მან ეს გადაწყვეტილება კლუბის ყველა რგოლის მოვლის შემდეგ მიიღო.

გეშინიათ ასენსიოს წარმატების?

არანაირად. ასენსიო ასეთი არ არის. ის მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლებიც მზად არიან ოქროს ბურთისთვის. მას ყველაფერი აქვს წარმატების მისაღწევად. ბევრს მუშაობს, მოძრავია, გუნდური მოთამაშეა და ენით აღუწერელი ხარისხი აქვს. ყველა მისი თანაგუნდელი აღიარებს ამას. აქ არ არის საუბარი ფულზე. ის არის იმ კატეგორიის ფეხბურთელი, რომელიც ვიყიდეთ იმის გამო, რომ მას შეეძლო პირველ გუნდში თამაში. ეს მისი სადებიუტო სეზონი იყო და ზიდანმა ბრწყინვალედ გაართვა მის გამოყენებას თავი.

მბაპე და დონარუმას სახელი ყველაზე მეტად ისმის ბოლო დღეებში. მუშაობთ მათზე?

შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ საარჩევნო პროცესი დაიწყო და მას შემდეგ არაფერი არ გაგვიკეთებია, ვინაიდან ამით პროცესისადმი უპატივცემლობას გამოხატვა გამოგვივიდოდა. ამჟამად, როცა ყველაფერი გაირკვა, შეგვიძლია მუშაობის დაწყება. ჯერჯერობით არავის არავინ არ შემოუთავაზებია ჩვენთვის და არც ჩვენ შეგვითავაზებია ვინმესთვის. ყველაფერი, რაც დაიწერა და ითქვა ტყუილია, გარდა თეოს საქმისა, რომელიც ძალიან ადრე გაკეთდა. არავისზე არ გვაქვს შემოთავაზება.

მაგრამ მბაპე და დონარუმა ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც იმსახურებენ ყურადღებას?

რა თქმა უნდა. მბაპე და მილანის მეკარე ბრწყინვალედ თამაშობენ , ისევე როგორც ვინიციუსი და სხვა ახალგაზრდები. თუ ისინი კარგები არიან, მადრიდის რეალს ექნება ინტერესი მათ მიმართ შესაბამის დროს. მადრიდის რეალში ყოველთვის თამაშობდნენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები. ჯერ ზიდანს უნდა დაველაპარაკო, რომლის შემდეგაც უკვე დავიწყებთ მუშაობას.

რას ფიქრობ იმაზე, რომ მბაპე არ ჩრდება და მუდმივარ ნიშანს აძლევს მადრიდის რეალს?

არ ვიცი , იქცევა ის ასე თუ თქვენ გეჩვენებათ, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ის ამას აკეთებს. ჩვენთვის ეს სასიხარულოა. ვიცით, რომ მისი ოცნებაა მადრიდის რეალში თამაში. მას აქვს ყველა ფეხბურთელთან , აქვს მათი მაისურები. ანალოგიური ხდებოდა ასენსიოს შემთხვევაშიც. როცა პატარა ვიყავი , მადრიდის რეალის მაისურით მეძინა. ასეთი სიტუაციები დიდი ბედნიერებას გვანიჭებს. მადრიდის რეალი ბევრისთვის შეხვედრის ადგილია და თუ ფეხბურთელს სურს აქ მოსვლა, ჩვენთვის ეს სტიმულია.

ფლორენტინო: "აუცილებლად დაველაპარაკები კრიშტიანოს"


რა ხდება დე ხეაზე? რატომაა რომ მუდმივად ჩნდება ინტერესი კლუბის მხრიდან, მაგრამ გაგრძელება არ მოყვება?

ორი წლის წინ ჩვენ გვქონდა ფაქსთან დაკავშირებული უიღბლობა. წინა წელს გვქონდა შანსი, რომელიც არ გამოვიყენეთ და ეხლა არანაირი შეთანხმება არ გვაქვს მანჩესტერ იუნაიტედთან ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით. სიმართლე ისაა, რომ ბრწყინვალე მეკარეები გვყავს.

რა როლს ასრულებს სერხიო რამოსი გასახდელში და კლუბში?

ძალიან გაიზარდა ორი წლის მანძილზე. 24 ფეხბურთელისგან შემდგარ ჯგუფში, რომელშიც სხვადასხვა ხასიათის ადამიანები შედიან, ეს ფუნდამენტალურად აუცილებელია, ვინაიდან მან გააუმჯობესა თავისი ლიდერობა. შემიძლია ვთქვა, რომ მან დიდი როლი ითამაშა, არამარტო ესპანელებში, არამედ ყველასთან მიმართებაში: ხორვატებთან, ფრანგებთამ ყველასთან. სწორედ ეს არის ერთიანობის ელემენტი, ვინაიდან ისი დიდი ხანია აქააა და იცის რაა საჭირო. ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა ჩვენი, რომ რამოს გვყავს კაპიტნად.

რას ფიქრობთ ბარსელონაზე?

არ ვფიქრობ, რომ მათ რამე აკლიათ. ბრწყინვალე სეზონი ქონდათ. მოიგეს თასი. ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ. აქვთ ასაკის პრობლემა, ვინაიდან ბევრი ძირითადის ფეხბურთელი ასაკშია, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის გადაჭრა. ისინი ჩვენი უმთავრესი კონკურენტები არიან, როგორც ესპანეთში, ასევე ევროპაში. dle 10.1

  • shvela
  • 20 ივნისი 2017
  • 9018
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)