ვან დერ ვაარტი: ლიონთან აუცილებლად გავიმარჯვებთ

რაფაელ ვან დერ ვაარტმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს...


გქონდათ ტრავმა, რომელიც ძალიან ცუდად აისახა თქვენზე. სიმწრით მოპოვებული ადგილი ძირითად შემადგენლობაში კვლავ დაკარგეთ...

გეთანხმებით, მე დიდ ხანს ვცდილობდი პელეგრინის ნდობის მოპოვებას და ავთამაშდი კიდეც ისე, როგორც საჭირო იყო, მაგრამ ძალიან დასანანი ტრავმა მივიღე, ამ დაზიანებამ ჩემზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ ცუდი უკვე უკან მორჩა და ეხლა ისევ ვეცდები ჩემი ძალების დამტკიცებას.

როგორ ფიქრობთ, რეალში ნაკლები სათამაშო პრაქტიკა, ხელს შეგიშლით მსოფლიო ჩემპიონატზე?

საერთოდ, როდესაც ფეხბურთელი უთამაშებელია, ეს ცუდად აისახება მის სათამაშო კონდიციაზე, მაგრამ მე ბევრი მატჩის ჩატარებას ვაპირებ და ნაკრებშიც არანაირი პრობლემა არ შემექმნება, ტრავმა სრულად მოვირჩინე და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ იმისათვის, რომ კვლავ ვიყო "ბლანკოსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. ამისთვის ძალას არ დავიშურებ.

რას იტყვით ლიონზე?

ეს გუნდი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს საკუთარ კედლებში მაგრამ გასვლით თამაშებში არც ის ძლიერია, დარწმუნებული ვარ ლიონთან აუცილებლად გავიმაჯრვებთ და მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ. ბერნაბეუზე 90 წუთია სათამაშო, ეს კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ერთ ბურთიანი უპირატესობა.

როგორ ფიქრობთ , სამეფო კლუბი შეძლებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას?

ჩვენ ამის ძალა და პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ მთავარია მონდომება, მობილიზება და იღბალი. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუ მოვინდომებთ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მონდომება კი რეალს არ აკლია.

რას იტყვით ლა ლიგაზე? ბარსელონა ძალიან კარგ ფორმაშია...

გეთანხმებით, კატალონიელები მართლაც კარგ ფორმაში არიან და თამაშს თამაშზე იგებენ, მაგრამ არც რეალი აპირებს გაჩერებას, თან გაითვალისწინეთ, რომ ელ კლასიკო სწორედ ჩვენს სტადიონზე გაიმართება და "ბლანკოსი" აუცილებლად დაამარცხება ბარსას, თუმცა იქამდე კიდევ დიდი დროა.

რას იტყვით რაულზე?

გონსალესი უკვე ლეგენდაა, ის არის სამეფო კლუბის სული და გული. რეალი და რაული ერთმანეთთან მუდამ იქნებიან დაკავშირებულები. ესპანელი შესანიშნავი ადამიანია, მე მასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებთ. ვიმეორებ, რაული ლეგენდაა. dle 10.1

  • Hala
  • 23 თებერვალი 2010
  • 1732
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)