ბუტრაგენიო კაკას მხარს უჭერს

ემილიო ბუტრაგენიომ განაცხადა, რომ იგი ბოლომდე დაუჭერს მხარს კაკას. მისი აზრით რიკარდო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ბრაზილიელი ამას კიდევ ერთხელ დაამკიცებს. ემილიომ ასევე მიმოიხილა კლუბში მიმდინარე მოვლენები.


"მადრიდის რეალმა რიკარდოს სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხა გადაიხადა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იგი გაამართლებს. იგი უკვე არის რეალის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ მისგან კიდევ უფრო მეტს ველით".

"10 მარტი "ბლანკოსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ჩვენი გუნდი საკუთარ კედლებში დაუპირისპირდება ფრანგულ ლიონს, დარწმუნებულები ვართ საკუთარ ძალებში და გვჯერა, რომ მოვახერხებთ მომდევნო ეტაპზე გასვლას, თუმცა ფეხბურთში გამორიცხული არაფერია".

"ბერნაბეუზე ჩვენ უნდა ვიყოთ სტაბილურები და მეტოქეს არ უნდა მივცეთ კარგი კონტრ-შეტევების გაკეთების საშუალება, რადგან ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ისინი კონტრ-შეტევაზე კარგად მიდიან".

"მანუელ პელეგრინი ძალიან კარგი მწვრთნელია, ჩვენ გვჯერა ჩილელის და ბოლომდე ვენდობით მას, იგი თავისი საქმის პროფესიონალია და იცის როდის რა გააკეთოს. გუშინ მისმა გუნდმა იდეალური გამარჯვება მოიპოვა ვილიარეალთან, რეალმა მართლაც დამაჯერებლად იასპარეზა და უდიდეს გამარჯვებას მიაღწია, ეხლა ბიჭები ტენერიფესთან მატჩისთვის მოემზადებიან და ეცდებიან მორიგი გამარჯვების მოპოვებას".

"საერთო ჯამში, მანუელის მუშაობა სეზონის ბოლოს შეფასდება, ჯერჯერობით გუნდი ეფექტურად თამაშობს და ყველაფერი კარგად მიდის, ჩილელის ნამუშევარს კი სეზონის ბოლოს შევაფასებთ ჩვენც და მადრიდული პუბლიკაც". dle 10.1

  • Hala
  • 23 თებერვალი 2010
  • 1969
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)