პიპიტა ეცდება საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას

სამეფო კლუბის არგენტინელმა ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა გუშინ ვილიარეალთან მატჩში დუბლის შესრულება შეძლო. ეს იყო რიგით მეთოთხმეტე გოლი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. არგენტინელი ფეხბურთელი იშვიათად ტოვებს მოედანს უგოლოდ, მისი პროგრესი აშკარაა. გონსალო გოლს გოლზე იტანს და საკუთარი გუნდის განუყოფელი ნაწილია...


იგუაინმა არც შარშანდელი სეზონი ჩაატარა ურიგოდ. ახალგაზრდა ფორვარდმა შარშანდელ სეზონში 22 გოლს მოუყარა თავი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც სწორედ მან დაიმსახურა. წელსაც იგივე სცენარით ვითარდება ყველაფერი, პიპიტა ძალიან ხშირად იტანს გოლს და მის აქტივს უფროდაუფრო აუმჯობესებს. ლა ლიგის დასრულებამდე კიდევ 15 ტურია დარჩენილი, გონსალო ეცდება შანსების მაქსიმალურად გამოყენებას და საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას, ფეხბურთელს ნამდვილად შეუძლია წლევანდელი სეზონი 22 გოლზე მეტით დაასრულოს.

არგენტინელი ფორვარდი, შარშან და წელს ძალიან კარგად თამაშობს და მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება.

ასევე ცნობილი ხდება ამბავი იმის შესახებ, რომ ახალი კონტრაქტის პირობები რეალსა და ხსენებულ ფეხბურთელს შორის მარტის შუა რიცვებისთვის განიხილება და იმ შემთხვევაში თუ მხარეები კონსესუსს მიაღწევენ, პიპიტა კიდევ მინიმუმ 6 წლით დარჩება მადრიდის "რეალში".
dle 10.1

  • Hala
  • 22 თებერვალი 2010
  • 1799
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)