არბელოა: ლიონსაც ასე ლამაზად დავამარცხებთ

ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ იგი ბედნიერია გუშინდელი დღით და სამეფო კლუბის ბრწყინვალე გამარჯვებით. ალვაროს აზრით "ბლანკოსმა" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა სანტიაგო ბერნაბეუზე...


"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ვთვლი, რომ ეს იყო სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. ბედნიერი ვარ გუშინდელი შესანიშნავი გამარჯვებით, ბერნაბეუზე ყველა თამაში მოვიგეთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მადრიდელი ინჩასები ჩვენგან უმაღლესი კლასის ფეხბურთს ითხოვენ და ჩვენ მათ თხოვნას პირნათლად ვასრულებთ".

"გუშინდელი მატჩი უკვე ჩაბარდა წარსულს, ახლა გადავერთეთ გასვლით თამაშზე ტენერიფესთან. ეს გუნდი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და ყველანაირად ეცდება ქულების წართმევას სამეფო კლუბზე, მაგრამ ჩვენ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ და მოვახერხოთ გამარჯვების მოპოვება".

"ძალიან მალე მოვა მარტი და მოგვიწევს თამაში საფრანგეთის ლიონთან, დამერწმუნეთ ჩვენი გუნდი ფრანგებსაც ასე ლამაზად დაამარცხებს და გადავა მომდევნო ეტაპზე. 1-0 ეს ის ანგარიშია , რომლის აღმოფხვრა თავისუფლად არის შესაძლებელი, როდესაც გუნდში თამაშობენ კრიშტიანო რონალდო, გონსალო იგუაინი და რიკარდო კაკა. ჩვენ უნიკალური შეტევის ხაზი გვყავს და შეგვიძლია გოლების წვიმის მოწყობა ბერნაბეუზე. დარწმუნებული ვარ, ლიონთან უხვგოლიან და გახსნილ თამაშს იხილავს მაყურებელი და კმაყოფილი დატოვებს სტადიონს.". dle 10.1

  • Hala
  • 22 თებერვალი 2010
  • 1677
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)