ზიდანი:„ეს მე არასდროს დამავიწყდება, უბრალოდ გამორიცხულია!“

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს საინტერესო ინტერვიუ მისცა...


„ძალიან კარგად ვიცი, რომ ტურინის „იუვენტუსი“ შესანიშნავი გუნდია, რომელსაც შთამბეჭდავი სეზონი აქვს, მაგრამ ჩვენ ამაზე ფიქრით თავს ნამდვილად ვერ დავიღლით. მხოლოდ საკუთარი ძალების სწორად გადანაწილებაზე ვართ ორიენტირებულნი.“

„ვცდილობთ, ვიპოვოთ დამატებითი ენერგია და მაქსიმალურად დავიხარჯოთ კარდიფში. ჩემპიონთა ლიგის მოგება საოცარი იქნება, თანაც ზედიზედ ორჯერ ეს არავის გაუკეთებია.“

„ჩვენ კარგად ვიცით საქმის კეთება, მთელი სეზონის მანძილზე ვპროგრესირებდით.“

„შარშან „ატლეტიკოს“ შევხვდით. მილანის ფინალი ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ზოგადად, ყველა ფინალი განსხვავებულია, ახლა კარდიფში გვიწევს თამაში, სხვა სტადიონზე, სხვა გუნდთან, სხვა ქომაგების წინ და ასე შემდეგ. ყველაფერს გავაკეთებთ ტრიუმფისთვის.“

„3-4 წლის მანძილზე ურთულეს სამუშაოს ვასრულებდი იმისათვის, რომ პროფესიონალი მწვრთნელი გავმხდარიყავი და შესაბამისი ლიცენზია მომეპოვებინა. ჩემთვის ეს პოსტი ძალიან ბევრს ნიშნავს. მადრიდის „რეალის“ დამრიგებლის რანგში არნახულ შედეგს მივაღწიე, რაც უდიდესი შრომის დამსახურებაა.“

„ფინალი რთული იქნება. ჩემპიონთა ლიგაზე არცერთი შეხვედრა არ არის მარტივი. ჯგუფურ ეტაპზეც კი მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიხდა.“

„ეს იქნება შესანიშნავი ფინალი ორ უძლიერეს გუნდს შორის. მე არ ვისაუბრებ ტურინელთა ძლიერ და სუსტ მხარეებზე, ეს არის ერთი ძლიერი ორგანიზმი, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე ბრწყინვალედ ასპარეზობს.“

„ტურინული კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან იტალიაში 5 წელი გავატარე. „ბებერმ ქალბატონმა“ განვითარების შანსი მომცა, იქ ბევრი რამ ვისწავლე. შემდეგ იყო „ბლანკოსი“, გუნდი, რომელსაც ბედი ათწლეულების მანძილზე დავუკავშირე.“

„გოლი, რომელიც 2002 წლის ფინალში გავიტანე, ისტორიაში ჩაიწერა, ჩემი მეხსიერება კი ყოველთვის წინა პლანზე წამოწევს მას. გამორიცხულია, რომ ეს მე ოდესმე დამავიწყდეს. ფანტასტიური მომენტი იყო, რობერტო კარლოსის ბრწყინვალე გადაცემა და გადამწყვეტი გოლი.“

„არ ვიცი გაიტანს თუ ჩემ სტილში გოლს სხვა ფეხბურთელი, თანაც ფინალში, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს პრეცენდენტი კარდიფში დაფიქსირდება და ულამაზესი გოლის ავტორი „ბლანკოსის“ ფეხბურთელი გახდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 მაი 2017
  • 10734
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)